უცხოური მედია 08.04.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

უცხოური მედია 08.04.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

საუდის არაბეთის ინგლისურენოვანი გაზეთი „ალ შარქ ალ ავსათი“:  ვაშინგტონი ლიბიაში მიმდინარე დაპირისპირებების გამო შეშფოთებულია.

„ალ-რაია ალ-კატარია” (კატარი): ლიბიის პრეზიდენტის პრესცენტრი: ტრიპოლში განხორციელებული თავდასხმა საუდის არაბეთის მხრიდან იყო დაფინანსებული და კოორდინირებული.

„ალ ჰაიათი“ (ლიბანი): ეგვიპტე -  რუსეთში შეხვედრების დროს ახლო, ახლო აღმოსავლეთის კრიზისი და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იქნა განხილული.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“: ევროსაბჭოდან შესაძლო რუსეთის გასვლა, ევროპაში შოკს გამოიწვევს.

რუსული „იზვესტია“:  პუტინ-ერდოღანის შეხვედრა, ანკარა-ვაშინგტონს შორის,  S-400-ის საკითხის დაძაბულობის ფონზე ჩაივლის.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“:   დღეს, პუტინი და ერდოღანი, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს დეტალურად განიხილავენ.

გერმანული  გაზეთი „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“:  ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი: თურქეთი მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშრებით ბრალდებებს უარმყოფს.

გერმანია „ზეიტ  ონლაინი“: სტამბოლში ახალი აეროპორტი გაიხსნა.

გერმანული  გაზეთი „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“:   ბრექსიტის ქაოსში გამარჯვებული ჩინეთი გამოვიდა.

„ფრანსე 24“: ალჟირში სისტემის მთლიანი  შეცვლის მოთხოვნით პარიზში აქცია გაიმართა.

„ლე ფიგარო“  (საფრანგეთი):   აშშ:  შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა.

„ლიბერასიონი“:  რუანდის გენოციდი: მაკრონს 7 აპრილი ხსოვნის დღედ გამოცხადება სურს.

 „ელ პაისი“ (ესპანეთი): ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ცენტრალური მემარჯვენე პარტიის ლიდერმა აქციის დროს განაცხადა, რომ 28 აპრილს გასამართი არჩევნების ლოზუნგი „წინსვლა“ იქნება.

„ელ მუნდო“ (ესპანეთი): ესპანეთის კალათბურთის კლუბიდან „მურსიის“ კაპიტანმა, ხოსე ანხელ ანტელომ მიღებული ტრავმის გამო იძულებული გახდა სპორტული კარიერა 31 წლის ასაკში დაესრულებინა.

„ტელესური“:  ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა,  რომ ქვეყანაში ძირითადი მოხმარების ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმების ერთადერთი მიზანი, ძალადობის და გადატრიალების საბაბის მომზადებაა.

 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები