უცხოური მედია 02.04.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

უცხოური მედია 02.04.2019

 

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

„ალ შარქ ალ ავსათი“: გაზეთ „ალშარქ ალავსათის“ მიცემულ ინტერვიუში ერაყის პრეზიდენტმა სალიჰმა განაცხადა: აქ არ იქნება მეზობლებისთვის ზიანის მიყენების ცენტრი.

„ალ-რაია ალ-კატარია“ (კატარი): საუდის ტახტის მემკვიდრემ ბინ სალმანმა თავისი ქვეყანა დაასუსტა და ბევრი მტერი შეიძინა.

„ალ შარქ ალ ავსათ“: ისრაელმა, გოლანის მაღლობებზე მსხვილი დასახლებების მშენებლობისთვის გრძელვადიანი გეგმა მოამზადა.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ბორელიმ და მისმა ამერიკელმა კოლეგამ მაიკ პომპეომ აშშ-ის სანქციების ვენესუელაზე გავლენა განიხილეს.

„ტელესური“ (ვენესუელა): ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ხუან გუადიოს ხელშეუხებლობის მოხსნა მოითხოვა.

„ელ ნასიონალი“ (ვენესუელა): თეთრი სახლის უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ჩავესის მომხრე ჯგუფების მიერ კვირას ოპოზიციის მიმართ ცეცხლის გახსნა გააკრიტიკა.

„ლე ფიგარო“ (საფრანგეთი): საუდის არაბეთმა ჯამალ ხაშოგის შვილებს კომპენსაცია გადაუხადა.

„ლიბერასიონი“ (საფრანგეთი): ალჟირი: ბუტეფლიკა სცენიდან მიდის

„ლე პარიზიენი“ (საფრანგეთი): ვენესუელა: უზენაესი სასამართლო გუადიოს ხელშეუხებლობის მოხსნას ითხოვს

სატელევიზიო არხი ARD: გერმანიამ გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა გადაიბარა - მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში უფლებამოსილია

„ვესერ კურიერი“: იუსტიციის მინისტრი ბარლეი, ელექტრო მანქანებისათვის გასამართი სადგურების საკითხზე დახმარებას უზრუნველყოფს

„შპიგელ ონლაინი“: რისკის შემცველი თვითმფრინავი 737 მაქს-ბოინგის პროგრამული განახლება გვიანდება

რუსული გაზეთი „იზვესტია“: უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო მეორე ტურში გააგრძელებენ ბრძოლას.

საინფორმაციო პორტალი Mail.ru: რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ემზადება საგადასახადო კანონმდებლობაში 5 ახალი ელემენტი დაამატოს  

საინფორმაციო სააგენტო „ტასი“: რუსეთმა და ჩინეთმა დაიწყეს მდინარე ამურის გადამკვეთი და ორი ქვეყნის დამაკავშირებელი რკინიგზის ხიდის რელსების დაგება.


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები