უცხოური მედია 01.04.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

უცხოური მედია 01.04.2019

 

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

 

კატარული ალ რაია ალ კატარია: ქუვეითის ემირმა არაბ ლიდერებს მოუწოდათ, დაივიწყონ უთანხმოებები და ყველამ ერთნაირი პოზიცია დაიკავონ

ლიბანური ალ ჰაიათი: თურქეთისა და ირანის მიმართ არაბების კრიტიკული განწყობის პროტესტის ნიშნად, კატარის ემირმა არაბთა სამიტი მიატოვა

ალშარქ ალავსათი (ლონდონში გამომავალი არაბული გაზეთი): “ტუნისის სამიტი“ წინააღმდეგია იმისა, რომ არაბული რეგიონი უცხოური ჩარევის არენად დარჩეს

ფრანგული ლე მონდი: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ახალ კაბინეტში თავისი ახლობლები შეიყვანა

ფიგარო: ერდოღანის განცხადებით, მმართველი პარტია ნაკლოვანებებს აღმოფხვრის

ლე პარიზიენი: ალჟირში 19 პორტფელიანი ახალი კაბინეტი შეიქმნა

გერმანული შპიგელ ონლაინე: გერმანიაში ელექტროენერგიის ფასები ძალზედ გაიზარდა

ფრანკბურთერ ალგემეინე: მექსიკის საზღვრის დახურვასთან დაკავშირებით ტრამპმა ტყუილი არ უნდა თქვას

ესპანური ლა ვანგარდია: მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ერდოღანის პარტიამ კვლავ პირველი ადგილი დაიკავა ადგილობრივ არჩევნებში, მან დედაქალაქი ანკარა დაკარგა

ელ მუნდო: ბრაზილიის პრეზიდენტმა ბოლსონარომ, იერუსალიმში სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის ბრძანება გასცა

არგენტინული კლარინი:  მუსლიმანურ მაროკოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა რომის პაპმა ფრანცისკამ,  ქრისტიანულ და მუსულმანურ სამყაროებს დიალოგისკენ მოუწოდა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასსი: უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების ნახევარი დათვლილია და ჯერ ჯერობით ზელინსკი წინ არის

რუსული რია ნოვოსტი: აპრილიდან დაწყებული რუსეთში მოხუცებულობის პენია გაიზრდება

იზვესტია: უკრაინის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ხმების 45%-ი დათვლილია და 30%-ით ზელენსკი პირველ ადგილზე ჩანს



მსგავსი ინფორმაციები