უცხოური მედია 29.03.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

უცხოური მედია 29.03.2019

 

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

 

ალშარქ ალავსათი (ლონდონში გამომავალი არაბული გაზეთი): ირანი, წყალდიდობის შედეგად გამოწვეულ კატასტროფას,  სამაუწყებლო აკრძალვის ჩრდილში ებრძვის

ლიბანური ალ ჰაიათი: ისრაელის ჯარისკაცებმა, მათი მხრიდან  ბლოკადაში მოქცეულ ღაზას სექტორში, გასულ წელს, მთლიანობაში 40 პალესტინელი ბავშვი მოკლეს.

ბაჰრეინული აჰბარ ალ ხალიჟ: ბაჰრეინის პარლამენტის თავჯდომარის განცხადებით,  ირანის ტერორი, საფრთხეს უქმნის რეგიონისა და დედამიწის უსაფრთხოებას და მშვიდობას.

ინტერნეტ საიტი მერკურ.დე: ერდოღანი, აია სოფიის მეჩეთად გადაქცევას აპირებს

გერმანული სატელევიზიო არხი არდ: გერმანიის ფედერალური მთავრობა, საუდის არაბეთისათვის დაწესებულ იარაღის მიყიდვის ემბარგოს, გაგრძელებას გეგმავს

შპიგელ ონლაინე: აშშ-ი,  ბირთვული ტექნოლოგიის ექსპორტს ეწევა საუდის არაბეთში

ფრანგული მონდი: გაერომ, მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდათ, ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღონ

ფრანგული ფიგარო: საფრანგეთმა არ იცის, თუ რა ბედი ეწიათ  ერაყსა და სირიაში, 200-დან 300-მდე ფრანგ ბავშვს

ლიბერასიონი: 2018 წელს საფრანგეთის ციხეებში თვითმკვლელობის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა

ესპანური ელ პაისი: მადუროს რეჟიმი ცდილობს, გუაიდოს 15 წლის განმავლობაში აუკრძალოს სახელმწიფო თანამდებობის დაკავება

ესპანური ელ მუნდო: ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატალონიის შესახებ დასმულ კითხვაზე გაბრაზდა და ინტერვიუ ნახევრად მიატოვა

რუსული რია ნოვოსტი: ბრაზილიამ მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს ვენესუელაში მყოფი სამხედროები

იზვესტია: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში,  ყველაზე რთულ პოლიტიკას ატარებს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასსი: რუსეთში, პარასკევს ძალაში შედის ორი კანონი, რომლებიც იმ ინტერნეტ-მასალების გამოქვეყნებას კრძალავენ, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სიმბოლოებსა და ინსტიტუტებს.



მსგავსი ინფორმაციები