უცხოური მედია 28.03.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

უცხოური მედია 28.03.2019

 

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

„ალ შარქ ალ ავსათ“: გაეროს უშიშროების საბჭომ გოლანის მაღლობების საკითხის განსახილველად საგანგებო შეკრება გამართა.

„აჰბარ ალ-ხალიჯი“ (ბაჰრეინი): Facebook-ი ირანელების ასობით ყალბ და დეზინფორმაციულ ანგარიშს  აუქმებს.

„ალ მუსთაქბალი“ (ლიბანი): ევროკავშირი: "გოლანის მაღლობები ისრაელს არ ეკუთვნის."

„ელ მუნდო“ (ესპანეთი): ტრამპმა გუადიოს მეუღლესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ განიხილება ვენესუელაში სამხედრო ჩარევის არჩევანი.

ესპანური საინფორმაციო სააგენტო „ეფე“: მეი, ბრექსიტის მიღების სანაცვლოდ საკუთარ თავს სწირავს.

„ელ უნივერსალი“ (მექსიკა): მძიმე სატვირთო მანქანის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 ადამიანის დაღუპვის გამო გვატემალაში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა.

გერმანული რადიო SWR 3: ზაფხულში ადრე არ გაღვიძება და ზამთარში ძალიან ადრე ადგომა - ევროპელები ზაფხულისა და ზამთრის დროის გამოყენებას ეწინააღმდეგებიან.

გაზეთი „ვესერ კურიერი“: ევროპარლამენტი - მანქანებისთვის უფრო მკაცრი კონდიცირების წესები შემოდის

სატელევიზიო არხი ARD: გოლანის მაღლობების შესახებ სხდომა - გაეროს უშიშროების საბჭოზე აშშ-ი იზოლირებული იქნა

რუსული საინფორმაციო საიტი Turkrus: ტრამპი: "რუსმა ჯარისკაცებმა უნდა დატოვონ ვენესუელა", რუსეთი: "ჯერ შენ გადი სირიიდან!"

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“: რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ყირგიზეთში გაემგზავრა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“: რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ნოვაკი მალე თავის ვენესუელელ კოლეგას შეხვდება.

„ლე მონდე“: „გოლანის მაღლობების საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოზე აშშ მარტო აღმოჩნდა.“

„ლე პარიზიენ“: „მაკრონი და ეკოლოგია, რა არის პრობლემა?“

„ლე ფიგარო“: „პარიზში სკოლების ერთი მეოთხედი შემაშფოთებელ დონეზე ჰაერის დაბინძურების ზონაში მდებარეობს.“


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები