უცხოური მედია 27.03.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

უცხოური მედია 27.03.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ევროპის ქვეყნები,  გოლანის მაღლობების წინააღმდეგი არიან.

ინტერნეტ გამოცემა „შპიგელ ონლაინი“: მედიანიუსი:  იუსტიციის სამინისტრო ეწინააღმდეგება ბავშვების მონიტორინგს.

გერმანული ჟურნალი „შტერნი“: კვლევა - გერმანიაში მოვალეობის შემსრულებელი იმამების უმრავლესობა, საზღვარგარეთიდან არიან ჩამოსულნი.

საუდის არაბეთის ინგლისურენოვანი გაზეთი „ალ შარქ ალ ავსათი“: გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა ოთხმა ევროპულმა ქვეყანამ, აშშ-ს გოლანის მაღლობების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.

„ალქუდს ალ-არაბი“ (ინგლისში გამომავალი დამოუკიდებელი არაბული გაზეთი): ეგვიპტეში „ტერორიზმი“-ს სიაში 145 ადამიანი შეიყვანეს, მათ შორის ორი ჟურნალისტია.

„ალქუდს ალ-არაბი“ (ინგლისში გამომავალი დამოუკიდებელი არაბული გაზეთი): ილჰან აბდულაჰი ომარი: „ვნახოთ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში,  ჰიტლერის სიტყვების გამმეორებელი  სენატორების მიმართ ვინ როგორ დამოკიდებულებას დაიკავებს.

„ლე ფიგარო“ (საფრანგეთი): ალჟირი - გენშტაბის უფროსმა, პრეზიდენტ ბუტეფლიკას მოუწოდა, აღიაროს, რომ ქვეყნის მართვა არ შეუძლია.

„ლე მონდე“ (საფრანგეთი):   გოლანის მაღლობებთან დაკავშირებით სირია გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.

ფრანგული გაზეთი „ლიბერასიონი“:   რუმინეთმა,  საელჩოს იერუსალიმში გადატანის მიზეზის განმარტება გააკეთა.  

„ელ პაისი“ (ესპანეთი): ესპანეთი  22 თებერვალს ჩრდილოეთ კორეის მადრიდის საელჩოს თავდასხმაში მონაწილე ორი პირის, რომლებიც აშშ-ში გაიქცნენ, საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას აპირებს

„ტელესური“ (ვენესუელა): ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყანაში ხელმეორედ ელექტროენერგიის გათიშვა ასე შეაფასა: „ვენესუელა არცერთი ძალის წინააღმდეგ არ დაიჩოქებს.“

„ელ მუნდო“ (ესპანეთი): კოლუმბიის ექსპრეზიდენტმა,  ხუან მანუელ სანტოსმა განაცხადა, რომ ვენესუელაზე სამხედრო ინტერვენცია ყველაზე დიდი შეცდომა იქნება.

რუსული „კომერსანტი“: რუსეთის ვიცეპრემიერმა დიმიტრი კოზაკმა განაცხადა, რომ საავტომობილო კომპანია Ford-ი რუსეთში მხოლოდ კომერციულ ავტომობილის  სეგმენტში დარჩება.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“: რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ფსბ) ყირიმში  ტერ ორგანიზაცია,  „ჰიზბ-უტ-ტაჰრირი“-ს  მხარდამჭერების სახლებში ჩხრეკას აწარმოებს.

რუსული საინფორმაციო საიტი „ლენტა.რუ“: სირიაში რუსი ოფიცრების გარდაცვალების დეტალები გამოცხადდა.

 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები