უცხოური მედია 25.03.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

უცხოური მედია 25.03.2019

 

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

 

კატარული ალ რაია ალ კატარია: ხაშოგის საზარელმა მკვლელობამ, საუდის არაბეთის ეკონომიკას მძიმედ დარტყმა აგემა

ლიბანური ალ ჰაიათი: ეგვიპტის საზღვაო ძალები, საფრანგეთის საზღვაო ძალებთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს

ალშარქ ალავსათი (ლონდონში გამომავალი არაბული გაზეთი): დონალდ ტრამპი, გოლანის მაღლობებთან დაკავშირებით დოკუმენტს დღეს მოაწერს ხელს

გერმანული ფარნკბურთერ ალგემეინე: ერდოღანის განცხადებით, დოლარისა და ევროს გაზრდით პროვოკაციული ქმედებების ჩამდენებს, ძალიან მძიმე საფასურს გადაახდევინებს.

გერმანული ვესერ კურიერი: გერმანიის ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი კარგად დაიწყო, მან მრისხანე მეტოქე ჰოლანდია დაამარცხა

გერმანული დოიჩე ველე: ნაცისტური წარსულის მქონე გერმანელი მილიარდერის, რეიმანის ოჯახს, ასეთი ლაქიანი წარსული დისკომფორტს უქმნის

რუსული საინფორმაციო პორტალი რბკ-ა: ადგილობრივმა მედიამ, რუსი ჯარისკაცების ვენესუელაში ჩასვლის მიზეზები დაასახელა

რუსული იანდექსი: აშშ-ს სპეციალური პროკურორის რობერტ მილერის განცხადებით,   2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის  თანამშრომლობა რუსეთთან ვერ დგინდება

ფრანგული ფრანსე 24: პარიზს ოფიციალური ვიზიტით ეწვია საფრანგეთის მოკავშირე და ამავე დროს მეტოქე, ჩინეთის სახელმწიფო მეთაური ში ძიანპინგი

ფრანგული ფიგარო: ტერეზა მეი თავისი მინისტრების გადატრიალების საფრთხის პირისპირ დგას

ფრანგული ლე მონდი: ახალ ზელანდიაში დაიწყეს გამოძიება იმისა, თუ როგორ მოხდა მეჩეთებზე სისხლიანი ტერაქტი

ესპანური ელ პაისი:  ესპანელ მეხანძრეს, მიგრანტების გადარჩენისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ესპანური ელ მუნდო: ესპანეთის მეფის არგენტინაში ვიზიტი პრობლემით დაიწყო. მას ერთი საათის განმავლობაში ალოდინეს თვითმფრინავში.

ლა ტერკერა (ჩილე): ხუან გუაიდო შეთითხნილ ბრალდებებს უწოდებს ინფორმაციებს, თითქოსდა მან, მადუროს მოკვლის გეგმა მოამზადებინა



მსგავსი ინფორმაციები