უცხოური მედია 25.02.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1151889
უცხოური მედია 25.02.2019

 

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

 

ალშარქ ალავსათი (ლონდონში გამომავალი არაბული გაზეთი): შარმ ელ შეიხის სამიტმა, დიალოგის კარი გაუხსნა ევროპელებს და არაბებს

კატარული გაზეთი ელ ვათანი: არაბულ-ევროპული სამიტი, ირანის ინტერვენციას ეწინააღმდეგება, ხოლო ამის პარალელურად იემენში პოლიტიკური დიალოგის მომხრეა.

ელ ჰაიათი (ლიბანი): მოსკოვმა წამოაყენა ინიციატივა, რუსული სამხედრო პოლიციის დანაყოფებიც განალაგონ თურქეთ-სირიას შორის შესაქმნელ ბუფერული ზონაში

ელ მუნდო (ესპანეთი): ხუან გუაიდო დღეს საერთაშორისო ლიმას ჯგუფის შეხვედრაზე, დახმარებას ითხოვს ნიკოლას მადუროს  სამხედრო ჩარევით ჩამოგდებაზე

ელ ნასიონალი (ვენესუელა): გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა ვენესუელაში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდათ, მოერიდონ ძალადობის გამოყენებს

ელ კომერსიო (პერუ): რომის სახელწოდების ფილმის მექსიკელმა რეჟისორმა ალფონსო გუარონმა, ოსკარის დაჯილდოებაზე "ყველაზე საუკეთესო რეჟისორის“ ჯილდო მიიღო

გერმანული დოიჩე ველე: ისტორიული სამიტი შარმ ელ შეიხში: ევროკავშირი და არაბული ლიგა დაახლოებას აპირებენ

გერმანული ტელეარხი არდ: რომის შეკრება: ვატიკანის კონფერენციამ დაზარალებულებში იმედგაცრუება გამოიწვია

ფრანსე 24 ინტერნეტ გვერდი: ტრამპმა გადაავადა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებითი გადასახადების დაწესება

ფრანგული ლე მოდნი: “რომის“ და “მწვანე წიგნის“ სახელწოდების ფილმებმა ოსკარის დაჯილდოებაზე მრავალი ჯილდო მიიღეს

რუსული კომერსანტი: მედიის თანახმად, აშშ-ს სურს რუსეთთან კიბერუსაფრთხოების ხაზის აღდგენა.

რუსული იზვესტია: ლავროვის განცხადებით, აშშ-ს აზრით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან კონსულტაციებს აწარმოებს.



მსგავსი ინფორმაციები