უცხოური პრესა 16.02.2018

უცხოური პრესის მიმოხილვა

912000
უცხოური პრესა 16.02.2018

უცხოური პრესა 16.02.2018

თურქულ-ამერიკული საინფორმაციო პორტალი: პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ აშშ უკვე საჭიროა გონს მოვიდეს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

თურქულ-ამერიკული საინფორმაციო პორტალი: საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ თურქეთ-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენი ურთიერთობები ძალიან კრიტიკულ ადგილზეა. ან ურთიერთობებს გამოვასწორებთ ან ეს ურთიერთობები მთლინად გაფუჭდება.“

რუსული საინფორმაციო სააგენტო Ria Novosti: პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების სირიის აფრინის რეგიონში ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს საკითხზე არ ივაჭრებს.

ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობები „მგრძნობიარე წერტილშია“.

ამერიკული საინფორმაციო სააგენტო AP: პრემიერმინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, იმის განსაზღვრა რა უნდა იყო მაკედონიის ოფიციალური სახელი საბერძნეთის მიერ, მცდარია.

ყირიმის საინფორმაციო სააგენტო QHA: გამომგონებელმა, ინვესტორმა და ბიზნესმენმა, SpaceX-ის შემქმნელმა, Tesla Motors-ის და Paypal-ის შემქმნელი პარტნიორებიდან ელონ მასკმა განაცხადა, რომ კოსმოსში გაგზავნილი ავტომობილის შემდეგ Tesla-ს ახალი ადგილი თურქეთი იქნება.  

BBC-ს თურქული ვებპორტალი: პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა კვიპროსის ბერძნული მხარის მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ცალმხრივად ბენებრივი აირის სამძებრო სამუშაოებზე ბერძნული მხარის ეგეოსის ზღვაში დარღვევებზე მწვავე რეაქცია გამოხატა.

ყირიმის საინფორმაციო სააგენტო QHA: იუნუს ემრეს ინსტიტუტის ჰართუმის კულტურის ცენტრის მიერ გახსნილი თურქული ენის კურსების მიმართ სუდანელებმა დიდი დაინტერესება გამოიწვეს და მალევე შეივსო.  

რადიო პაკისტანი: პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანსა და საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ სუუდს შორის ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და სირიის საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა.

თურქულ-ამერიკული საინფორმაციო პორტალი: პრეზიდენტმა რეჯებ თაიბ ერდოღანმა კვიპროსის ბერძნული მხარის ხმელთაშუა ზღვაში ცალმხრივად ბუნებრივი აირის სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენს როგორც სამხრეთ საზღვრებთან ჩავშალეთ ცუდი სცენარები, მათსაც ჩავშლით.“

იტალიური გაზეთი ANSAmed: საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ ქუვეითში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინს შეხვდა.

რუსული ინტერნეტ პორტალი Sputnik: პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი: „ეგეოსის ზღვა თურქეთსა და საბერძნეთს შორის მეგობრობის ზღვა უნდა იყოს.“

თურქულ-ამერიკული საინფორმაციო პორტალი: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ერაყის აღორძინებისათვის თურქეთ 5 მილიარდი დოლარის კრედიტს გამოჰყოფს.

გერმანული DW-ს ინტერნეტ გვერდი: პრემიერმინისტრმა ილდირიმმა გერმანიას: „დავივიწყოთ წარსული, მომავლისკენ გავიხედოთ.“

ყირიმის საინფორმაციო სააგენტო QHA: ევროინტეგრაციის მინისტრი და მოლაპარაკებების მთავარი მწარმოებელი ომერ ჩელიქი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა.

ყირიმის საინფორმაციო სააგენტო QHA: თურქეთსა და ბელარუსს შორის ახალი შეთანხმებები გაფორმდა.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები