უცხოური პრესა 03.01.2018

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

880701
უცხოური  პრესა 03.01.2018

მიმოხილვას ვიწყებთ რუსული საინფორმაციო სააგენტო „SPUTNİK“-ით რომელშიც თურქეთის, ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთმა განაცხადა, რომ ირანში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას უჭერს მხარს.  საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, ირანში 28 დეკემბერს დაწყებული გამოსვლების და დემონსტრაციებზე დაღუპულთა თაობაზე და ასევე საზოგადოებრივი შენობების დაზიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაციების გამო შეშფოთებაა გამოთქმული.  განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთი მეგობარი და მოძმე ირანის საზოგადოებრივი სიმშვიდისა და სტაბილურობის დაცვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. აქვე ყურადღებაა გამახვილებული პრეზიდენტ, ჰასან როჰანის განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ხალხს მშვიდობიანი დემონსტრაციების მოწყობის უფლება გააჩნიათ, თუმცა საჭიროა არ დაირღვეს კანონები და არ იქნას დაზიანებული საზოგადოებრივი ქონება და ამის გათვალისწინებით საჭიროა თავი შეიკავონ ძალადობისაგან და არ აჰყვნენ პროვოკაციებს.

პაკისტანურ გაზეთ „JANG“-ის თანახმად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მრავალი ევროკავშირის ქვეყანა თურქეთის კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. გაზეთის ინფორმაციით ჩავუშოღლუმ ამის შესახებ გერმანულ საინფორმაციო სააგენტოსთან მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა. „თუ ევროკავშირი მიიღებს იმის გადაწყვეტილებას, რომ თურქეთი კავშირში არ უნდა მიიღონ, ეს მათი პრობლემაა. თურქეთი ჯერ კიდევ კავშირის სრულუფლებიანი წევრობის მომხრეა. თურქეთის კავშირში  სრულუფლებიან წევრობას მხოლოდ გერმანია, ავსტრია და დანია არ უჭერს მხარს,“ აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 „თურქეთის სასტუმროების მფლობელებმა 2018 წლის გეგმები გამოაქვეყნებს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას, ყირიმის საინფორმაციო სააგენტო „QHA“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის სასტუმროების  ფედერაციის თავჯდომარემ, ოსმან აიქმა განაცხადა, რომ 2018 წელში დაახლოებით 40 მილიონი უცხოელი ტურისტის მიღებას და 35 მილიარდი დოლარის მოგების განხორციელებას გეგმავენ. თურქეთმა ამ ციფრებს ბოლოს  2014 წელში მიაღწია.

აშშ-ის, საერთაშორისო საინფორმაციო ტელე-არხი „CNN“  იუწყება, რომ ინგლისის პრემიერლიგაში მანჩესტერ იუნაიტედთან 2-0 დამარცხებულმა,  ევერტონმა კიდევ ერთხელ აჩვენა იმის საჭიროება, რომ მას გუნდში ფორვარდი სჭირდება რა, ბეშიქთაშიდან ჯენკ თოსუნის ყიდვა  გადაწყვიტეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სემ ელერდაისიმ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ რაც შეეძლოთ გააკეთეს და 24 საათის განმავლობაში ყველაფერი გახდება ცნობილი.

 


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები