უცხოური პრესა 27.12.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

876701
უცხოური პრესა 27.12.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ თურქულ ამერიკულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, სუდანში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა და მისმა კოლეგამ ომერ ელ ბეშირმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნით კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა. აქვე აღნიშნულია, რომ ერდოღანის სუდანში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის არსებულ კარგად ჩამოყალიბებულ ისტორიულ, კულტურულ და სოციალურ კავშირებზე დამყარებული ძმური ურთიერთობების გაღრმავების, ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორობის გაძლიერების ფარგლებში განხორციელდა.

ირანული რადიო „ირიბ“-ის თანახმად, პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ ქალინმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილების შემდგომ განვითარებული პროცესების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც შეეხო იერუსალიმის რასისტი ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილების გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უარყოფას. ქალინი სტატიაში წერს, რომ „იერუსალიმის გადაწყვეტილებამ მთელი მსოფლიო გააერთიანა“ და „მუქარით დიპლომატია ვერ იწარმოება.“  

რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკი“-ს ცნობით, ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში შიპოლის აეროპორტში თურქეთის მგზავრების სპეციალური ძაღლების მეშვეობით შემოწმების შემდეგ ჰოლანდიიდან თურქეთში ჩამოსული მგზავრების ბარგიც დეტექტორებით და ძაღლების დახმარებით შეამოწმეს. სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის საზღვარგარეთის ხაზების ტერმინალში  მოქმედი წესების ფარგლებში გეგმიური რეისით ჩამოსული ჰოლანდიელი ზოგიერთი მგზავრის ბარგი ნარკოტიკებზე გაწვრთნილი ძაღლების მეშვეობით შეამოწმეს. შემოწმების გავლის შემდეგ კი მგზავრები საბაჟო ზონაში გადავიდნენ.

და ბოლოს, საფრანგეთის Euronews-ის საინფორმაციო ვებგვერდის თანახმად, ათათურქის სახელობის უნივერსიტეტის სასოფლო სამეურნეო ფაკულტეტის მცენარეთა დაცვის განყოფილებიდან პროფესორი ეროლ ილდირიმი 30 წელიწადია მწერებზე დაკვირვებებს აწარმოებს და მან დიარბაქირის დაბა სილვანში ჰიმენოპტერას ჯგუფის ტიპჰიდაეს ოჯახის მწერის სახეობა აღმოაჩინა. მეცნიერის განცხადებით, მას მამამ სთხოვა რომ ახლად აღმოჩენილი მწერის სახეობისათვის მისი სახელი დაერქმია, რის გამოც ამ მწერს   'Tiphia Bahattini' უწოდა და იგი მსოფლიო ლიტერატურაში ამ სახელით შევიდა.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები