უცხოური პრესა 20.09.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

810586
უცხოური პრესა 20.09.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე დასასწრებად ნიუ-იორკში მყოფი პრეზიდენტი რეჯებ თაიბ ერდოღანი ხვალ (21 სექტემბერს) აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდება. შეხვედრაზე სავარაუდოდ, განხილული იქნება ის თემები, რომელთა თაობაზე ორ ქვეყანას შორის აზრთა სხვადასხვაობაა. იმ საკითხების სათავეში კი, რომლებზედაც ორი ქვეყანა ვერ თანხმდება, ამერიკის მიერ სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს განშტოება PYD/YPG-სთვის იარაღის მიწოდება დგას. ერდოღანმა თურქეთის შეშფოთება, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისასაც გამოხატა და დასძინა, რომ PYD/YPG-ს ნამდვილი მიზანი DEAŞ-თან ბრძოლა არ არის. შეხვედრაზე ერდოღანი ტრამპს ასევე მიაწვდის ინფორმაციას არაკანელი მუსლიმების მკვლელობებთან დაკავშირებით.

Associated Press-ის ინფორმაციით, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მსოფლიო ლიდერთა შეხვედრის დროს Associated Press-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც ნატოს ერთგულია. „თურქეთი, ალიანსის აღმოსავლეთ მხარეში სტრატეგიული მდებარეობის გამო ჩვენი უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ამავდროულად საზღვრები აქვს ერაყთან და სირიასთან, სადაც ტერორისტები მოქმედებენ. თურქეთი, ჩვენს მიერ წარმოებულ სამუშაოებში, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ ავღანეთი საერთაშორისო ტერორისტებისთვის კიდევ ერთხელ არ იქცეს თავშესაფრად, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა“-განაცხადა სტოლტენბერგმა.

და ბოლოს, არაბული „ალ ჯაზირა“-ს ცნობით, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ნურეთინ ჯანიქლიმ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთ საზღვრებზე „ტერორისტული ორგანიზაციების“ კონტროლის ქვეშ ეთნიკურ საძირკველზე დამყარებული პოლიტიკური ფორმირებების შექმნას კატეგორიულად არ დაუშვებენ. ანკარაში გაკეთებულ განცხადებაში ჯანიქლიმ აღნიშნა, რომ ერაყის ტერიტორიული მთლიანობის შესაძლო ცვლილება, თურქეთის უსაფრთხოებისათვის მუქარის შემქმნელ ახალ პირობებს წარმოქმნის.  


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები