16.08.2017 უცხოური პრესა

უცხოური პრესის მიმოხილვა

791166
16.08.2017 უცხოური პრესა

აშშ-ის საერთაშორისო საინფორმაციო პორტალით, CNN-ით დავიწყებთ უცხოური პრესის მიმოხილვას. იგი ადგილს უთმობს პრემიერ მინისტრის ბინალი ილდირიმის, იუნუს ემრეს ინსტიტუტის მერვე „თურქული საზაფხულო სკოლის“ დახურვით ცერემონიაზე მოხსენებას.

პრემიერის განცხადებით, თურქეთს არა აქვს დასავლეთის ანდა აღმოსავლეთის უგულებელყოფის ლუქსი. თურქეთი აღმოსავლეთის და დასავლეთის გათვალისწინებით, მათთან ერთად გააგრძელებს ამის შემდეგ თავის გზას. საგარეო პოლიტიკის პარამეტრების გათვალისწინებით, თავიანთი ისტორიით, გეოგრაფიული მდებარეობით, კულტურული ღირებულებებით გააგრძელებენ მუშაობას. მათვის მნიშვნელოვანს არ წარმოადგენს, რომელიმე ორგანიზაციის ანდა დაწესებულების გამორჩენა. მათთვის მთავარია სახელმწიფო და მასში არსებული მეგობრობის ატმოსფერო. პოლიტიკაც აქცენტირებულია ერის ღირებულებების და   მგრძნობიარობისკენ-თქვა პრემიერმა.

ინგლისური საინფორმაციო სააგენტოების BBC-ის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიგმარ გაბრიელმა, ერთ-ერთი გერმანული გაზეთისთვის განცხადებაში  აღიარა და აღნიშნა, რომ თურქეთის წინააღმდეგ გატარებული მკაცრი მიდგომის და სამგზავრო გაფრთხილებების მსხვერპლი შეიქმნა ზოგიერთი ადამიანი. გერმანული პოლიტიკის მიერ სამგზავრო გაფრთხილების მიუხედავად, ყურად არ იღო რა გერმანელმა ხალხმა, არ შემცირებულა მათი თურქეთით დაინტერესება.

 გერმანიის პოპულარულმა ტურ-ოპერატორებმა გაიზიარეს, რომ მთავრობის მოგზაურობის შესახებ განცხადების გავრცელების მიუხედავად, თურქეთი, ჯერ ისევ მნიშვნელოვნად ითვლება გერმანელი ტურისტებისთვის.

რუსეთის რადიოს და საინფორმაციო პორტერის „სპუტნიკის“ ცნობით, თურქული სამზარეულო ბევრად უკეთესია ჯანმრთელობისთვის ვიდრე დასავლეთის. პორტალი, ყურადღებას ამახვილებს პროფ. ჯანან ქარათაის სიტყვებზე, რომელმაც ისაუბრა კერძების მომზადების მეთოდებზე. აღნიშნა, რომ თურქულ სამზარეულოში მნიშვნელოვანია ქვაბში დამზადებული კერძები. ამერიკაში, ინგლისში არ იციან ქვაბებში კერძების დამზადება, თურქული მეთოდით დამზადებული მშრალი ლობიო, ბარბუნია, ზეითუნის ზეთის კერძები.  ქარათაიმ ჯანსაღი კვებისთვის საჭიროდ მიიჩნია საჭმელების დამზადების თურქული მეთოდებისთვის ყურადღების გამახვილება.

აშშ-ის თურქულ-ამერიკული News Portal-ი წერს, რომ  დაიწყო, მიმდინარე წლის მაისში ხელმოწერილი  „Netflix“-ის პირველი თურქული ორიგინალური სერიალის დაკონკრეტება. ნანატრი სერიალის მთავარი გმირის როლს თამაშობს ცნობილი მსახიობი ჩაღათაი ულუსოი. ფილმში ასახულია ოსმანური და თურქული ლეგენდების გარდა,  საგმირო საქმეები. თურქული ორიგინალური სერიალი მსოფლიოს ეკრანებზე, ერთდროულად გახმოვანდება 2018 წელს.

სერიალში ერთი ახალგაზრდა შეიგრძნობს თავის სპეციალურ ძალას და დაიწყებს შავი ძალების, სტამბოლის და კაცობრიობის დასაცავად მისი გამოყენების შესწავლას. ამისათვის, გვერდში მდგომ მეგობრებთან ერთობლივად მოქმედების გარდა სხვა არჩევანი არ გააჩნია.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები