უცხოური პრესა 30.11.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

620693
უცხოური პრესა 30.11.2016

 

თურქეთის ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა  ინგლისურ საინფორმაციო საიტ „El-Şark El Evsat“-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ თურქეთი ბოლო დროს ევროკავშირის წინაშე ორმაგი სტანდარტების პირისპირ დარჩა. მისივე თქმით ბრიუსელმა თურქეთის წინაშე დადებული სიტყვა, რომელიც ემიგრანტებისადმი მატერიალურ დახმარებას ითვალისწინებდა არ შეასრულა, ხოლო ამის პარალელურად მათ ასევე ვიზის საკითხის  გამარტივებაც გააჭიანურეს. ქურთულმუშმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი ვიზას არ გააუქმებს, ანკარა მიგრანტების ევროკავშირის ქვეყნებში გასვლის ნებას მისცემს.  ვიცეპრემიერმა ინტერვიუს დროს ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ევროკავშირმა დემოკრატიას ნაკლებად დაუჭირა მხარი. მან ასევე აღნიშნა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანება ანდა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი, დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის შეჩერებას, ანდა ევროკავშირში გაწევრიანების   სურვილზე უარის თქმას არ ნიშნავს

იტალიური ყოველდღიური გაზეთი „il Giornale“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ევროპაში მიგრანტთა პანიკა“ და მასში ვკითხულობთ:  ევროკავშირის მხრიდან თურქეთის ამ კავშირში გაწევრიანების პოლიტიკის გამუდმებით სხვადასხვა მიზეზების წამოყენებას, თურქეთის მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა. სწორედ მის ფარგლებში თურქეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით დაბრკოლების მოხსნას აპირებენ იმ მიგრანტებისათვის, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა სურთ. ეს კი ყველაზე მეტად ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე მყოფ ათენის მთავრობას აშინებს. თურქეთში მყოფი სირიელი მიგრანტები კი აცხადებენ, რომ საზღვრების გახსნის შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნებში შესვლას აპირებენ. ამჟამად თურქეთში სამ მილიონამდე სირიელი მიგრანტი ბინადრობს. 

რუსული „რია ნოვოსტი“ წერს: თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მთავრობა ტურიზმის სექტორისადმი მხარდაჭერას მომავალ წელსაც გააგრძელებს. მისივე თქმით იმ ტურისტულ სააგენტოებს, რომლებიც ქვეყანაში ჩარტერული რეისებით  უცხოელ ტურისტებს ჩამოიყვანენ, თითო რეისისათვის 6000 დოლარის ოდენობის თანხას მისცემენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ერთ თვითმფრინავში 200-ზე მეტი მგზავრი იქნება ეს თანხა 7800 დოლარამდე გაიზრდება.

ინგლისური საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის თანახმად, ტერ ორგანიზაცია პკკ-ს განშტოება TAK-მა გასულ კვირას ადანაში მომხდარი თავდასხმა საკუთარ თავზე აიღო. ამ თავდასხმის დროს, რომელიც დანაღმული ავტომობილით განხორციელდა, ორი ადამიანი დაიღუპა 30 კი დაშავდა. TAK-მა განაცხადა, რომ აშშ-ს მხრიდან სირიაში ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ გამოყენებულ ინჯირლიქის ბაზიდან 16 კილომეტრში მდებარე ადანაში, გუბერნიის წინ განხორციელებული თავდასხმა მათ განახორციელეს.  ამ ტერ ორგანიზაციამ ადრე ასევე თურქეთის სხვადასხვა რეგიონებში განხორციელებული თავდასხმებიც აიღო საკუთარ თავზე.

 


საკვანძო სიტყვები: #უცხოური , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები