უცხოური პრესა 10.02.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

430268
უცხოური პრესა 10.02.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ კატარული ტელევიზიის El Cezire-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელშიც ნათქვამია: „თურქეთის სახელმწიფო ორგანოები სირიიდან ჩასული დევნილების დახმარებას აგრძელებენ. საზღვართან მისული დევნილების შესაფარებლად სირიის მხარეზე ყოველდღიურად თითქმის 100 კარავს შლიან. თურქეთმა საკუთარი უსაფრთხოებისა და ინტერესების დასაცავად სათანადო ზომები გაატარა და მომავალშიც გაატარებს. თურქეთის ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა აღნიშნა, რომ მოვლენების შესაძლო განვითარებების განსახილველად საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ნატოსთან მუდმივი კონტაქტი აქვთ და ვარაუდობენ, რომ სირიის მხარეზე სამხედრო ოპერაციები გაგრძელდება და ათასობით დევნილი თურქეთის საზღვრისაკენ სვლას გააგრძელებს.

ამერიკული საინფორმაციო სააგენტო Associated Press წერს: „გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის დაბომბვების მიერ გამოწვეულმა ტრაგედიამ იგი შოკში ჩააგდო და დასძინა, რომ თურქეთი და გერმანია, გაეროზე დეკემბერში მიღებული გადაწყევტილების შესრულებისათვის, რომელიც მხარეებს სამოქალაქოებზე თავდასხმების სასწრაფოდ შეწყვეტისაკენ მოუწოდებს, ზეწოლას განახორციელებენ. მერკელის თქმით, ასეთ ვითარებაში სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება რთულია და ამის გამო ეს ვითარება სასწრაფოდ უნდა დასრულდეს.

ინგლისში გამომავალი გაზეთი Independent-ი სირიის კრიზისთან დაკავშირებით აშშ-ისათვის მოწოდების ხასიათის სტატიას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ბოლო სამხედრო და დიპლომატიური მოვლენების შედეგად სირიული ოპოზიციური ჯგუფები დაუძლურდა. საჭიროა აშშ-ის მიერ ამ ჯგუფებისათვის მხარდაჭერა, სპარსეთის ყურის ქვეყნების სახმელეთო ოპერაციების წინადადების სერიოზულად განხილვა და მშვიდობიანი მოსახლეობისათვის ფრენებისათვის აკრძალული ზონის შექმნა. გაზეთში ასევე საუბარია ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და აღნიშნულია: „მოხდა ისე როგორც გვეშინოდა, ბაშარ ასადმა და მისმა მოკავშირეებმა სამხედრო ოპერაციების გასაზრდელად გაეროს შუამავლობით წარმოებული მოლაპარაკებები საფარდ გამოიყენა“.

ჩინეთის რადიო „რადიო ჩაინა“-ს_ინფორმაციით, თურქეთის ბოლო წლებში სტაბილური პოლიტიკური ვითარება, სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და მსგავსი ფაქტორები ჩინელი მეწარმეების ყურადღებას იპყრობს. ჩინეთსა და თურქეთს შორის არსებული სავაჭრო კავშირები ბოლო წლებში სწრაფად ვითარდება და ჩინელმა საქმოსნებმა თურქეთში ინვესტიციის დაბანდებისათვის უფრო მეტი მნიშვნელობის მინიჭება დაიწყეს. 2015 წელში ჩინეთიდან თურქეთში პირდაპირი 1 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. 60-ზე მეტმა საშუალო და დიდმა ჩინელმა მეწარმემ სტამბოლში წარმომადგენლობები გახსნა.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები