უცხოური პრესა 18.11.2015

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

367047
უცხოური პრესა 18.11.2015


უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ალჟირში გამომავალ გაზეთ Le Quotidien d'Oran-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთმა მაღალი რანგის თურქმა უფლებამოსილმა პირმა საფრანგეთი 2014 და 2015 წლებში პარიზის ტერორისტებიდან ერთ-ერთ, ისმაილ ომერ მუსტაფასთან, დაკავშირებით გააფრთხილა, თუმცა ფრანგმა უფლებამოსილებმა მხოლოდ ტერაქტების შემდეგ მოითხოვეს ინფორმაცია. 2013 წელში თურქეთის ტერიტორიაზე გადასული ისმაილ ომერ მუსტაფა 2013 წლის ბოლოს ან 2014 წლის დასაწყისში გადავიდა სირიაში.

იტალიური Corriere Della Sera წერს: „ანკარა აგვისტოში ჩაერთო DEAŞ-ის წინააღმდეგ დაწყებულ საჰაერო ოპერაციებში. ასადის წინააღმდეგ თურქეთი უსაფრთხო ზონის შექმნას ითხოვს. თურქეთი, რომელიც თან ორ მილიონ ლტოლვის იფარებს და თანაც ტერორიზმთან ბროლის წარმატებულ სტრატეგიას ატარებს, ყველა სახის სცენარის მთავრი მოთამაშეა“.

გერმანული DPA-ს ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა სამშაბათს კვიპროსის მხარეებს მოუწოდა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დინამიზმი შეინარჩუნონ. შტაინმაიერმა ეს გზავნილი სამხრეთ კვიპროსის ლიდერ ნიკოს ანასტასიადისთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერით“ გაავრცელა. იგი ასევე აღნიშნავს, რომ საკითხები, რომლებიც ვერ გვარდება, კატეგორიულად უნდა იქნას განხილული და შენარჩუნებული უნდა იქნას დადებითი დინამიზმი.

და ბოლოს, ინგლისური REUTERS-ის თანახმად აშშ-ს სახელმიფო მდივანმა ჯონ კერიმ სამშაბათს განაცხადა, რომ DEAŞ-ის წევრი ტერორისტების მომგებიანი კონტრაბანდული საქმიანობის მარშრუტებისათვის გამოყენებული სირიის ჩრდილოეთ საზღვრის უსაფრთხოების ქვეშ აყვანის დასასრულებად თურქეთთან ერთად ოპერაციებს დაიწყებენ. კერიმ CNN-სათვის მიცემულ ინტერვიში აღნიშნა, რომ სირიის ჩრდილოეთით სასაზღვრო ზონის 75% დაკეტილია და დარჩენილი 98 კვადრატული კილომეტრის ჩასაკეტად თურქეთთან ერთად ოპერაციებს დაიწყებენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები