უცხოური პრესა 16.09.2015

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

388454
უცხოური პრესა 16.09.2015

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ იაპონურ გაზეთ „მაინიტი სიმბუნ“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომელშიც ნათქვამია: „ 1890 წელში ვაკაიამას კუშიმოტოს ღია წყლებში თურქული საბრძოლო ფრეგატის „ერთუღრულის“ ჩაძირვიდან 125 წლის თავზე 16 სექტემბერს სპეციალური ღონისძიება გაიმართა. თურქეთის ელჩ აჰმედ ბულენთ მერიჩისა და მერის რაჟიმა კაცუმასას მონაწილეობით გამართულ ცერემონიაზე მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულების ხსოვნას. ელჩმა მერიჩმა განაცადა, რომ უკან დაბრუნებისას ქარიშხალის გამო ჩაძირულმა ფრეგატმა „ერთუღრულმა“, რომელიც ეკიპაჟის 500 წევრის საფლავად იქცა, ორ ქვეყანას შორის მძაფრი კავშირი გააბა და იგი დღესაც გრძელდება“.

„ალ ჯაზირა“-ს ინფორმაციით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე დიარბაქირში მოქმედმა ქურთულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქვეყანაში მშვიდობის დამყარების უზრუნველსაყოფად ტერორგანიზაცია PKK-ს იარაღის დაყრისა და ძალადობისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა. მოწოდების გამავრცელებელმა ორგანიზაციებმა მუქარის მიუხედავად ქალაქში საპროტესტო გამოსვლა გამართეს. აღნიშნული მოვლენები PKK-ს მიერ უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმებისა და თურქული არმიის ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ ტერორისტების პოზიციების დაბომბვის პირობებში ხდება.

ბულგარული გაზეთი „პრესა“ წერს : „დაახლოებით 800 ლტოლვილი სტამბოლიდან ედირნესაკენ ფეხით გაემართა. მათი უმრავლესობა სირიელია. ბულგარეთისა და საბერძნეთის საზღვრამდე მისვლის მსურველი ლტოლვილები აქედან ევროპაში გადასვლას გეგმავენ, თუმცა თურქეთის უსაფრთხოების ძალები მათ სტამბოლის ავტოსადგურიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ. ამის გამო ლტოლვილებმა ფეხით წასვლა ამჯობინეს.

ამერიკული Bloomber-ის თანახმად, თურქეთის წარმომადგენელმა საერთაშორისო სავალუტო ფონდში იბრაიმ ჩანაქჩიმ განაცხადა, რომ თურქეთის ფინანსურ ბაზრებზე დაძაბულობა დროებითია და პოლიტიკურ ვითარებასა და აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის საკითხში გაურკვევლობის დასრულების შემდეგ ეს დაძაბულობა აღმოიფხვრება“.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები