თურქული პრესა 09.12.2024
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
Haber Türk: „ჯევდეთ ილმაზი: სირიაში ნებაყოფლობით დაბრუნება უზრუნველყოფილი იქნება“
ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეთ ილმაზმა განაცხადა, რომ სირიელი მოქალაქეების მშვიდ პირობებში საცხოვრებლად, ქვეყანაში სწრაფად შეიქმნება აუცილებელი პირობები, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებას.
Yeni Şafak: „ფიდანი: მილიონობით სირიელს შეუძლია დაბრუნდეს თავის ქვეყანაში"
საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა თქვა, რომ მილიონობით სირიელს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა, ახლა შეუძლიათ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში. „ახლა არის დრო, რომ გავერთიანდეთ და აღვადგინოთ ქვეყანა“, დასძინა ფიდანმა.
Star: „ფიდანი: PKK-ის გაფართოება არ არის ლეგიტიმური მხარე სირიაში“
კატარში სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა გააკეთა. მინისტრმა ფიდანმა თქვა, რომ „PKK-ს ნებისმიერი გაფართოება არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურ მხარედ სირიაში, ის არ შეიძლება იყოს მხარე, რომელთანაც მოლაპარაკება შეიძლება“.
Vatan: "სირიელები ასადის დამხობას აღნიშნავენ"
ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, თურქეთში მცხოვრებმა სირიელებმა სასიხარულო დემონსტრაციები გამართეს. სირიელებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში, მადლობა გადაუხადეს თურქეთს გაწეული სტუმართმოყვარეობისთვის.
Sabah: „თურქეთის ეკონომიკური პროგრამა სანდოა"
მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა სიბელ ქულაქსიზმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ეკონომიკის ყველა სფეროში ძლიერი ქვეყანაა. ქულაქსიზმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ თურქეთის მიმართ პროექტების დამტკიცების გაზრდა მეტყველებს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობის გაძლიერებაზე.