თურქული პრესა 06.12.2024
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიის რეჟიმი კომპრომისზე უნდა წავიდეს საკუთარ ხალხთან და ლეგიტიმურ ოპოზიციასთან. განცხადებაში ყურადღება გამახვილდა თურქეთის მხარდაჭერაზე სირიის ტერიტორიული მთლიანობისადმი.
გაზეთ „Hürriyet“-ის მიხედვით ეროვნული თავდაცვის სამინისტრო აცხადებს: „ჩვენ არ დავუშვებთ PKK/YPG-ს ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის სირიის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას“.
გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმედ ფათიჰ ქაჯირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების გლობალური ბაზრის 70 პროცენტი თურქული კომპანიების ხელშია და დაამატა: „თავდაცვითი ინდუსტრიის პარადიგმური ცვლილებების დროულად დაჭერით, ჩვენ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე გავიყვანეთ, სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში“.
„ევროკავშირის მხარდაჭერა თურქეთს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა იბრაჰიმ იუმაქლიმ თქვა, რომ ფრინველის ხორცის გადამამუშავებელი ქარხნებიდან 8 შეძლებს ევროკავშირში დამუშავებული ფრინველის ხორცის ექსპორტს. ისინი დამტკიცებულია ევროკავშირის მიერ.
გაზეთი „Vatan“-ი წერს რომ კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ ანტალიას გადაეცა „2025 D-8 ტურისტული ქალაქის ჯილდო“. ერსოიმ თქვა: „ჩვენი ეს უნიკალური ქალაქი, რომელიც თავის ვიზიტორებს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს თავისი კულტურული სიმდიდრის ბუნებრივ სილამაზესთან შერწყმით, კვლავაც იქნება ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტული ცენტრი არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მსოფლიოშიც“.