თურქული პრესა 05.12.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2217233
თურქული პრესა 05.12.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის PKK/KCK-ის ზამთრის სტრუქტურის წინააღმდეგ მიმდინარე წელს ჩატარებული ოპერაციების დროს განადგურდა 709 გამოქვაბული, თავშესაფარი და საწყობი და ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, იარაღი და საბრძოლო მასალა.

„ალეპოში დაბრუნებული სირიელი: დიდი მადლობა თურქეთს, 7 წელი კარგად გაგვიმასპინძლდით“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: აია აბდუსელამმა, რომელიც ჰათაიში ცხოვრობს და ოჯახთან ერთად მშობლიურ ქალაქში წავიდა მას შემდეგ, რაც სირიაში ალეპო ოპოზიციამ აიღო, მადლობა გადაუხადა თურქეთს. აია აბდუსელამი: „7 წელია, რაც თურქეთში ვარ. მე ვცხოვრობდი ჰათაიში. ალეპო გაათავისუფლეს. ჩვენ მშობლიურ ქალაქში მივდივართ. დიდი მადლობა მთელ თურქეთს. 7 წელი კარგად გვიმასპინძლდით“.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ შვეიცარიაში დაფუძნებულმა ფარმაცევტულმა კომპანია Sandoz-მა თურქეთში ახალი ინვესტიციებისთვის კაპიტალის გაზრდა 80 მილიონი დოლარით გამოაცხადა.

„Togg-ი აძლიერებს თავის ლიდერობას ბაზარზე“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქულმა ელექტრომობილმა Togg-მა უკან დატოვა კონკურენტები Tesla და BMW, წლის 11 თვის განმავლობაში 24 ათას 361 ერთეულის გაყიდვით. Togg-მა უახლოეს კონკურენტს 15 ათას 134 ერთეულით გაუსწრო. ამ პერიოდში Togg-ის ელექტრომობილების ბაზრის წილი 29 პროცენტად დაფიქსირდა.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ მათემატიკისა და მეცნიერების ტენდენციების საერთაშორისო კვლევის (TIMSS) 2023 წლის შედეგების მიხედვით, თურქეთი მე-4 კლასის მეცნიერების დარგში OECD-ის ქვეყნებს შორის მე-2 ადგილზეა და ამ სფეროში თავისი საშუალო ქულით პირველ ადგილზეა ევროპულ ქვეყნებს შორის.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები