თურქული პრესა 04.12.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2216766
თურქული პრესა 04.12.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერაყის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ შია ალ-სუდანს ტელეფონით ესაუბრა. ერდოღანმა განაცხადა, რომ გადაიდგა და გადაიდგმება ნაბიჯები თურქეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და ინტერესების შესაბამისად, რათა თავიდან აიცილოს სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK და მისი განშტოება სირიაში.

გაზეთი „Hürriyet“-იც ერდოღანის სირიასთან მიმართებაში გაკეთებულ შეფასებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: სირიის რეჟიმი, რომელიც თვეების განმავლობაში უარყოფდა თურქეთის გაშლილ ხელს, არ არის დაინტერესებული ქვეყანაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით. პრეზიდენტმა ერდოღანმა გააფრთხილა ასადი, ოპოზიციის მხრიდან ალეპოს მოკლე დროში დაკარგვის შემდეგ და დასძინა: „სირიის რეჟიმმა უნდა ჩაერთოს რეალურ პოლიტიკურ პროცესში, რათა თავიდან აიცილოს სიტუაციის გაუარესება“.

გაზეთი „Star“-ი ფაჰრეთთინ ალთუნის, თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა განაცხადა, რომ მას სჯერა კულტურისა და სპორტის, როგორც რბილი ძალის ელემენტის გაერთიანების. ალთუნმა თქვა: „ჩვენ სრულად მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც გააძლიერებს ურთიერთობას ჩვენს მეგობარ საბერძნეთთან“.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Fitch-მა თურქეთის ეკონომიკის გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება. Fitch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის რეზერვებში.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თურქი მკვლევარები შეიმუშავებენ მოწყობილობას, რომელიც ნახშირორჟანგს სუფთა ენერგიად გარდაქმნის. კვლევა, რომელსაც თურქი მეცნიერები გეგმავენ, ადაპტირებული იქნება ისეთი სისტემების გამომუშავებაზე, როგორიცაა მანქანების გამონაბოლქვი და ქარხნების საკვამური, რომლებიც ნარჩენების სახით ნახშირორჟანგს გამოიმუშავებენ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები