თურქული პრესა 03.12.2024
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი გუშინ ირანელ კოლეგას აბას არაქჩის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფიდანმა განაცხადა: „ჩვენ არ გვინდა სამოქალაქო ომის ესკალაცია სირიაში. ჩვენ განვახორციელებთ ასტანის პროცესს“.
გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ისმაილ ბექაიმ განაცხადა, რომ თურქეთი მნიშვნელოვანი მეზობელია როგორც სირიისთვის, ასევე ირანისთვის და დასძინა, რომ თურქეთმა კონსტრუქციული როლი ითამაშა სირიაში დაძაბულობის კონტროლში.
გაზეთი „Yeni Şafak“-ი ომერ ბოლადის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლათმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენი ქვეყნის ექსპორტმა ნოემბერში, გასულ წელთან შედარებით 3,1 პროცენტიანი კლებით, 22,3 მილიარდი დოლარი შეადგინა“. ბოლათმა განაცხადა, რომ საგარეო სავაჭრო დეფიციტი 11 თვეში 27 პროცენტით შემცირდა.
გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ თავდაცვის მრეწველობის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავდაცვისა და საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიის პროდუქტების ექსპორტმა 11 თვის განმავლობაში რეკორდი მოხსნა და 5 მილიარდ 761 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
გაზეთ „Sabah“-ის თანახმად, ანტალიამ დაამყარა ახალი რეკორდი, როგორც ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რეგიონი მთელს მსოფლიოში. ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წლის 11 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8 პროცენტით გაიზარდა. ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი ანტალიას, გერმანიიდან ეწვია.