თურქული პრესა 02.12.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2215824
თურქული პრესა 02.12.2024

თურქული პრესა 02.12.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Yeni Şafak: „ფიდანი ბლინკენს სირიის საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა“.

საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, ამერიკელ კოლეგას ენტონი ბლინკენს ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა. ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიაში მშვიდობისთვის რეჟიმმა და ოპოზიციამ უნდა დაასრულონ პოლიტიკური პროცესი. „ტერორისტული ქმედებები თურქეთისა და სირიელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არასოდეს დაიშვება“. - დასძინა მან.

Habertürk: ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშექმა თავდაცვის ინდუსტრიაში თურქეთის წინსვლაზე მიანიშნა და თქვა, რომ, რომ ადგილობრივი წარმოების დონემ უკვე 80%-ს მიაღწია. თურქეთი თავდაცვის ინდუსტრიაში გლობალური მოთამაშე გახდა“. - თქვა მან.

Hürriyet: ეროვნული განათლების მინისტრმა იუსუფ თექინმა განაცხადა, რომ 2023-2024 სასწავლო წელს თურქეთში სკოლამდელ განათლებაში ჩარიცხვის მაჩვენებელმა 5 წლის ასაკში 95,44 პროცენტს მიაღწია. თექინის თქმით, OECD-ის ანგარიშის მიხედვით, თურქეთი გახდა ქვეყანა, სადაც სკოლამდელი განათლება ყველა ქვეყანასთან შედარებით ყველაზე მეტად გაიზარდა.

Star: ელაზიღის ფირატის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის 6-მა აკადემიურმა პერსონალმა და 6-მა სტუდენტმა შექმნეს ტვინის წაკითხვის სისტემა, რომელიც ერთ-ერთი პირველია თურქეთში. სისტემის წყალობით, რომელიც იმედის სხივი იქნება იმ პარალიზებული ადამიანებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ლაპარაკი ან რეაქციის გამოხატვის უნარი წაერთვათ, მათ მიერ ტვინში გაცემული სიგნალები მიიღება და მათი აზრები ითარგმნება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით.

Vatan: თურქეთის ავიახაზებმა (THY), რომელიც 351 მიმართულებით 6 კონტინენტზე დაფრინავს, ავსტრალიის კონტინენტზე სიდნეიც დაამატა თავის ახალი ფრენების ქსელს. სიდნეი გახდა ყველაზე გრძელი ფრენის მარშრუტი THY-ის მიმართულებებს შორის.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები