თურქული პრესა 29.11.2024
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
Yeni Şafak: „თუ ღაზაში მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება, რეგიონში მშვიდობა ვერ დამყარდება“
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ომანის სულთან ჰაითემ ბინ ტარიქთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა მისასალმებელია. თუ ღაზაში მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება, რეგიონში მშვიდობა ვერ დამყარდება“.
Hürriyet: „72 ტერორისტი განეიტრალდა“
ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარებს გარეთ განხორციელებულ ოპერაციებში, 72 ტერორისტი, რომლებიც PKK-ის წევრები იყვნენ, განეიტრალდა.
Haber Türk: „ოქტომბერში ექსპორტი გაიზარდა“
თურქეთის ექსპორტმა მიმდინარე წლის ოქტომბერში 3,1%-ით მოიმატა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და შეადგინა 23,5 მილიარდი დოლარი, ხოლო იმპორტი დარჩა უცვლელი და შეადგინა, 29,4 მილიარდი დოლარი.
Star: „თურქეთიდან მეგობარ ქვეყანას TURAL-ის ექსპორტი“
თავდაცვისა და ავიაციის კომპანია Ramsa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რამაზან გუჯუქტურალმა, განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილმა სატრანსპორტო უპილოტო მექანიზმმა TURAL-მა, პაკისტანში თავისი აზიის ნაწილის წარმოებისთვის შეთანხმება გააფორმეს და აღნიშნა: „პირველი ხელშეკრულება დასრულდა, ტრანსფერები კი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დასრულდება. დაახლოებით 1,5 თვის შემდეგ პირველი მიწოდებები შესრულდება“.
Sabah: „თურქეთ-უნგრეთის მატჩის სტადიონი ცნობილია“
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2025 წლის 20 მარტს, ხუთშაბათს, UEFA-ს ერთა ლიგის პლეიოფი მატჩს უნგრეთთან გამართავს, რომელიც სტამბოლში მდებარე ალი სამი იენის სპორტულ კომპლექსში ჩატარდება.