თურქული პრესა 11.11.2024
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ Star -ით, რომელიც აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „09:05-ზე სიცოცხლე შეწყდა“. თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის მარადისობაში გადასვის 86-ე წლისთავი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. ათათურქის გარდაცვალების საათზე 09:05-ზე სირენების ხმა გაისმა, მოქალაქეებმა კი მას პატივი მიაგეს.
Hürriyet-ი: პრეზიდენტმა ერდოღანმა, ათათურქის გარდაცვალების 86-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ხსოვნის ცერემონიალზე განაცხადა: „უახლოეს პერიოდში ჩვენს მიერ შექმნილი უსაფრთხო ზონის დანაკლის რგოლებს ისევ შევავსებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტერორისტულ ორგანიზაციებსა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს შორის კონტაქტს გავწყვეტთ“.
Sabah-ი: პრეზიდენტ ერდოღანის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერორთან ბრძოლაში სიმტკიცე აუცილებელია. მისივე თქმით, თურქეთში ტერორიზმისგან თავისუფალი კლიმატი შეიქმნება.
Haber Türk-ი: საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და არაბული ქვეყნების ლიგის რიგგარეშე სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ მათ მიიღეს მხარდაჭერა 52 ქვეყნიდან, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისგან, რათა შეეჩერებინათ ისრაელისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემა და დასძინა: „ამ საკითხში მეტი პასუხისმგებლობის ასაღებად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ახლა ჩვენი ერთობის ჩვენების დროა“.
და ბოლოს Vatan-ში ვკითხულობთ: სტამბოლის ჩირაღანის სასახლეში მსოფლიოში პირველი და ერთადერთი საწერკალამის ფესტივალი „Penfest 2024“ გაიმართა. ფესტივალზე ყველაზე ძვირი საწერკალამი დაახლოებით 3 მილიონ ლირად შეფასდა.