თურქული პრესა 08.11.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2208217
თურქული პრესა 08.11.2024

თურქული პრესა 08.11.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

გაზეთ Sabah-ში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის მსგავსი კანდიდატი ქვეყნის გაწევრიანების პროცესის, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კონტინენტის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაში, წლების მანძილზე ხელის შეშლას გონივრული ახსნა არ გააჩნია.

Yeni Şafak: ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლათმა განმარტა, რომ მუდმივი ზავისა და ღაზის თავიდან აღმშენებლობის დაწყებამდე ისრაელთან სავაჭრო ურთიერთოების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დარჩება. „მაისის თვიდან დღემდე ისრაელთან იმპორტი და ექსპორტი განულდა“ - დასძინა მან.

Haber Türk: თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის მთლიანი რეზერვი 1 ნოემბრის კვირაში წინა კვირასთან შედარებით 221 მილიონი დოლარით გაიზარდა და 159 მილიარდ 619 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამგვარად, ცენტრალური ბანკის რეზერვებმა ზედიზედ უკვე მესამედ მოხსნა რეკორდი.

Star: მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმეთ ფათიჰ ქაჯირმა განაცხადა, რომ  საჰაერო თავდაცვის სისტემის “Çelik Kubbe“-ს შექმნას სწრაფად დაასრულებენ და დაამატა: „შორი დისტანციის რაკეტის შექმნის შესაძლებლობებს უფრო მაღალ დონეზე ავიყვანთ. წინ აღვუდგებით გეგმებს, რომლებიც დაემუქრება ჩვენი ქვეყნის მომავალს“. - თქვა ბოლათმა.

და ბოლოს Vatan: თურქეთის ადგილობრივი და ეროვნული წარმოების ავტომობილი Togg-ის მოდელის T10x-ს ახალი ფერი “Ayder“-ი რიზეში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გამოიფინა. Togg-მა ტექნოლოგიასთან ერთად ფერითაც დაიმსახურა მოწონება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები