თურქული პრესა 07.11.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2207487
თურქული პრესა 07.11.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყირგიზეთში გამართულ თურქულენოვანი სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტზე განცხადება გააკეთა. თავის გამოსვლაში ერდოღანმა თქვა: „თურქულ სამყაროს ბევრად უკეთეს მდგომარეობამდე მივიყვანთ“... და დასძინა: „ჩვენ შევთანხმდით საერთო ანბანზე“.

„პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა ტრამპს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ერდოღანმა თქვა: „ვულოცავ ჩემს მეგობარს დონალდ ტრამპს. მჯერა, რომ მეტი ძალისხმევა გაკეთდება უფრო სამართლიანი სამყაროსთვის“.

გაზეთ, „Haber Türk“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „თურქეთის 58 პროვინციამ გაზარდა ექსპორტი“ და მასში ვკითხულობთ: ვაჭრობის სამინისტრო იტყობინება, რომ იანვარ-ოქტომბრის პერიოდში 29 პროვინციამ 1 მილიარდ დოლარზე მეტი ექსპორტი განახორციელა, ხოლო უცხოური გაყიდვები გაიზარდა 58 პროვინციაში. ოქტომბერში ყველაზე დიდი ექსპორტის მქონე ქალაქი სტამბოლი იყო, 5 მილიარდ 81 მილიონი დოლარით.

გაზეთი, „Star“-ი იუწყება, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ გასულ თვეში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების რეკორდი მოხსნეს ყოველთვიურად და ყოველდღიურად. მისივე თქმით, ამ პერიოდში ადგილობრივი ნავთობის მოპოვებამ ყოველთვიურად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - 3 მილიონ 361 ათას 725 ბარელით, ხოლო ბუნებრივი აირის მოპოვებამ 234 მილიონ 384 ათას 17 კუბური მეტრით.

გაზეთი, „Vatan“-ი წერს, რომ თურქეთის ადგილობრივი წარმოების ელექტრომობილმა - Togg-მა ბაზარზე 20 ათას 140 გაყიდვით და ბაზრის 31 პროცენტიანი წილით წლის 10 თვის განმავლობაში ამ სფეროში პირველი ადგილი დაიკავა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები