თურქული პრესა 06.11.2024
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
თურქული პრესა 06.11.2024
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
გადაცემას თურქული პრესის მოკლე მიმოხილვით განვაგრძობთ.
მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ Sabah -ით, რომელიც აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით: „ერდოღანი: ისრაელი საერთაშორისო სისტემას ემუქრება”.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყირგიზეთში სტრატეგიული თანამშრომლობის უმაღლესი დონის საბჭოს სხდომაზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. ისრაელი საერთაშორისო სისტემას ემუქრება - თქვა ერდოღანმა და დასძინა: „ისრაელის მიმართ საერთაშორისო ზეწოლა უნდა განხორციელდეს. პალესტინის საკითხისთვის ჩვენს მცდელობებს გავაგრძელებთ”.
გაზეთი Hürriyet წერს: „პრეზიდენტმა ერდოღანმა ყირგიზეთის პრეზიდენტ ჟაპაროვს საჩუქრად „ფამუქქალეს თეთრი” ფერის Togg-ის ფირმის მანქანა აჩუქა.
Star-ში ვკითხულობთ: ყირგიზეთის პრეზიდენტმა ჟაპაროვმა თურქული კომპანიები ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებისთვის მიიწვია და განმარტა, რომ თურქეთი სამედიცინო აღჭურვილობისა და მაღალი ხარისხის მედიკამენტების წარმოებაში მსოფლიოში ლიდერის პოზიციაზე დგას, ამიტომაც ყირგიზეთში ფარმაცევტული ქარხნის აგება სთხოვა.
გაზეთი Vatan-ი აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლათი აცხადებს: „იმას, რომ ჩვენმა ეკონომიკურმა პროგრამამ გამოიღო დადებითი შედეგები და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება მოხდა, საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოებიც ადასტურებენ, რომლებმაც ერთმანეთის მიყოლებით გაზარდეს ჩვენი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი“.
და ბოლოს, გაზეთი Yenişafak-ის მიხედვით, თურქეთის წამყვანმა კომპანიამ Roketsan-მა, რომელმაც თავისი თავი დაუმტკიცა მსოფლიოს სარაკეტო სისტემებით, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ გამოფენაზე Euronaval 2024-ზე უმაღლესი მახასიათებლების მქონე საზღვაო სისტემებით თავისი კვალი დატოვა.
ძვირფასო რადიომსმენელებო თქვენ მოისმინეთ თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა