თურქული პრესა 14.10.2024
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარემ ნუმან ქურთულმუში შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო კავშირის საკონსულტაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და თქვა: „ნეთანიაჰუ და მისი ბანდა ადრე თუ გვიან პასუხს აუცილებლად აგებენ. ისრაელის ძალა მომდინარეობს ისლამური სამყაროს დაყოფიდან. ჩვენ უნდა დავიცვათ პალესტინის საქმე. პოლიტიკური უთანხმოება საერთო ინტერესების გამო უნდა გადაიდოს“.
„სირიის და ერაყის ჩრდილოეთში კიდევ 4 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გუშინ სირიისა და ერაყის ჩრდილოეთით 4 ტერორისტი განეიტრალდა. სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ არც ერთი ადგილი არ არის უსაფრთხო ტერორისტებისთვის.
გაზეთ, „Star“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „თურქეთის ექსპორტმა ევროკავშირში 80,4 მილიარდ დოლარს მიაღწია“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის პრეზიდენტმა მუსტაფა გიულთეფემ განაცხადა, რომ თურქეთის ექსპორტმა ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 80,4 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი ექსპორტის 41,7 პროცენტს შეადგენს.
გაზეთ, „Haber Türk“-ის მიხედვით, თურქეთის ადგილობრივი და ეროვნული საბაზო სადგურების მწარმოებელი ULAK კომუნიკაცია მონაწილეობს GITEX დუბაიში, ტექნოლოგიური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც გაიმართება დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში, 14-18 ოქტომბერს.
გაზეთ, „Vatan“-ის სპორტული მიმომხილველი წერს, რომ FIFA-ს ლიცენზირებული მსაჯი ჰალილ უმუთ მელერი განსჯის უეფას ერთა ლიგის მატჩს, რომელიც ხვალ გაიმართება შვეიცარიასა და დანიას შორის.