თურქული პრესა 01.10.2024
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
თურქული პრესა 01.10.2024
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
Sabah: „ერდოღანის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, გაეროს უშიშროების საბჭომ ძალა უნდა გამოიყენოს“.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა მოწოდება, რომ ისრაელის თავდასხმების შესაჩერებლად გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „საჭიროების შემთხვევაში ძალა გამოიყენოს“. მისივე თქმით, ერთი მუჭა რადიკალი სიონისტები რეგიონს ცეცხლში ახვევენ.
Hürriyet: „ერდოღანი: თურქეთი ჩაგრულთა ხმად იქცა”.
პრეზიდენტმა ერდოღანმა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თურქეთი გლობალურ პლატფორმაზე თავისუფლების, სამართლის, უფლებებისა და თანასწორობისთვის მებრძოლი ყველა ჩაგრულის ხმად იქცა.
Yeni Şafak: „ქურთულმუში: ისრაელის სამიზნე მხოლოდ ღაზა არ არის“.
თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ ნუმან ქურთულმუშმა თქვა, რომ ისრაელის ლიბანზე თავდასხმა, შემდგომში სირიის მიზანში ამოღების ერთ-ერთი საბოლოო მიზანი თურქეთია.
Star: „თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის ახალი ინიციატივა”
თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნები, კარტოგრაფიის სფეროში თანამშრომლობისთვის შეიკრიბნენ. „საერთო თურქული ანბანი”ს მსგავსად, ისინი „საერთო თურქული სამყაროს რუკის” შექმნას ისახავენ მიზნად.
Vatan: „TEKNOFEST-ისთვის უკუთვლა დაიწყო”.
მსოფლიოს ყველაზე დიდი საავიაციო, კოსმოსური და ტექნოლოგიური ფესტივალი TEKNOFEST-ი, 2-6 ოქტომბერს ადანაში გაიმართება. TEKNOFEST-ის კონკურსების მიზანია გაზარდოს ახალგაზრდების ინტერესი ეროვნული ტექნოლოგიების განვითარების მიმართ.