თურქული პრესა 12.09.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2186279
თურქული პრესა 12.09.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი უცვლელია. ყირიმის დაბრუნება უკრაინაში საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა.“

გაზეთი, „Hürriyet“-ი იუწყება, რომ ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ მან და მისმა სამხრეთ კორეელმა კოლეგამ სეულში განიხილეს სუპერ ჩქაროსნული მატარებლის პროექტი, რომელსაც შეუძლია ანკარასა და სტამბულს შორის მანძილი, საათში 350 კილომეტრი სიჩქარით განავითაროს.

„ახალი სასიხარულო ინფორმაცია საქარიის გაზის საბადოდან“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ ახალი ბუნებრივი აირის წარმოების ბაზა განისაზღვრა საქარიას გაზის საბადოზე, რომელიც დაიწყება 2026 წლის შუა რიცხვებში და დასძინა, რომ 8 მილიონი ოჯახის გაზის საჭიროება დაკმაყოფილდება ყოველდღიური მოპოვებით.

გაზეთ, „Sabah“-ის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის გაზეთის „გარდიანის“ გვერდზე, რომელიც მოიცავს თურქეთში მთელი მსოფლიოდან ჩასული ტურისტების გამოცდილებას, სტუმრებმა განაცხადეს, რომ თურქეთის ყველა კუთხე მათ, ახალ აღმოჩენასა და თავგადასავალს სთავაზობს.

გაზეთი, „Star“-ი წერს, რომ თურქულმა აკადემიამ გამოაცხადა, რომ თურქულენოვანი სახელმწიფოების მხრიდან გამოსაყენებელი თურქული ანბანის წინადადებას, რომელიც შედგება 34 ასოსგან, ორგანიზაციის მიერ მიღებულ იქნა, როგორც საერთო ანბანი.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები