თურქული პრესა 11.09.2024
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) თავმჯდომარემ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ პროვინციების მეთაურთა გაფართოებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთი, რომელიც მდებარეობს გეოგრაფიაში, სადაც სერიოზული კრიზისებია, ინარჩუნებს ერთიანობას და სოლიდარობას ეკონომიკაში, ტურიზმსა და თავდაცვის ინდუსტრიაში.
გაზეთი, „Hürriyet“-ი ჰაქან ფიდანის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა, არაბთა ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს გახსნის სესიაზე, რომელსაც იგი პირველად დაესწრო 13 წლის შემდეგ, განაცხადა: „თურქეთმა დააწესა სავაჭრო შეზღუდვები ისრაელთან. ჩვენ არ დავიწყებთ ვაჭრობას ისრაელთან მანამ, სანამ ისრაელი არ დაეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას და დაუბრკოლებელ ჰუმანიტარულ წვდომას ღაზაში“.
გაზეთი, „Star“-ი იუწყება, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ მათი მიზანია განავითარონ თანამშრომლობა და კონკრეტული პროექტები არაბულ ქვეყნებთან „განვითარების გზის“ პროექტის ფარგლებში.
„უმუშევრობის დონემ 8,8 პროცენტი შეადგინა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთში უმუშევართა რაოდენობა ივლისში წინა თვესთან შედარებით 112 ათასი ადამიანით შემცირდა და 3 მილიონ 167 ათას ადამიანს მიაღწია. უმუშევრობის დონე 0,4 პუნქტით შემცირდა და 8,8 პროცენტი შეადგინა.
გაზეთი, „Haber Türk“-ი წერს, საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს Fitch Ratings-ის უფროსმა დირექტორმა და თურქეთის ანალიტიკოსმა ერიხ არისპე მორალესმა განაცხადა, მათ დიდი იმედი აქვთ, რომ თურქეთში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პოზიცია შენარჩუნდება.