თურქული პრესა 10.09.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2185261
თურქული პრესა 10.09.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ღაზას სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „წარმოუდგენელია, რომ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომლის მოვალეობაა იერუსალიმის საქმის დაცვა, გულგრილი დარჩეს ამ თავდასხმების მიმართ, რომლებიც დღითი დღე უგუნური ხდება. ორგანიზაცია, დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს ხელმძღვანელობის დონეზე და გამოავლინოს ისლამური სამყაროს გადამწყვეტი პოზიცია.“

გაზეთი, „Star“-ი იუწყება, რომ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰელიმ განაცხადა, რომ ის ელის, რომ უახლოეს მომავალში გადაიდგმება ნაბიჯები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თურქეთთან საბაჟო კავშირის განახლება.

„THY-მ 8 თვეში 57,4 მილიონი მგზავრი გადაიყვანა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ავიახაზებმა (THY) მგზავრების რაოდენობა იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,5 პროცენტით გაიზარდა და 57,4 მილიონს მიაღწია.

გაზეთ, „Sabah“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „სტამბულის აეროპორტი კვლავ საუკეთესოა“ და მასში ვკითხულობთ: Google-ის მომხმარებლების კომენტარებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, სტამბულის აეროპორტი, ევროპის საუკეთესო აეროპორტად იქნა არჩეული.

გაზეთი, „Haber Türk-ი წერს, რომ კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ მომზადებული ფილმები თურქეთის პოპულარიზაციისთვის 200-ზე მეტი ქვეყნის ტელეარხებსა და ციფრულ პლატფორმებზე გავიდა. სარეკლამო ფილმები, რომლებიც თურქეთის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად, თვეში 1 მილიარდჯერ იქნა ნანახი.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები