თურქული პრესა 04.009.2024
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
თურქული პრესა 04.009.2024
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
Yenişafak: "244 გმირი თურქი მაგალითი გახდა აშშ-სთვის"
აშშ-ს სამხედრო დაზვერვის მიერ მომზადებულ ანგარიშში გაირკვა, რომ კორეის ომში დატყვევებული 244 თურქი ჯარისკაცის იმიჯმა მთლიანად შეცვალა აშშ-ს არმიის სამხედრო მომზადება. აშშ-ს არმიამ თურქი ჯარისკაცის მაგალითის აღებით შექმნა „ტყვეობისა და საბრძოლო მომზადების, გადარჩენის, გაქცევისა და დაკითხვის მომზადება“.
Sabah "MİT-ის ოპერაცია MOSSAD-ის ფულის ქსელის წინააღმდეგ"
ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის მუშაობის შედეგად სტამბოლში დააკავეს კოსოვოს მოქალაქე ლირიდონ რექეპი, რომელიც ისრაელის სადაზვერვო სამსახურის (MOSSAD) ფულის ქსელს უზრუნველყოფდა.
Star: "ექსპორტი 169 ქვეყანაში თურქულ ლირაში"
საგარეო ვაჭრობა თურქულ ლირაში მიმდინარე წლის 8 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44 პროცენტით გაიზარდა და 708 მილიარდ 310 მილიონ ლირას მიაღწია.
Hürriyet "ევროკავშირის რეგისტრაცია ჰუიუქის მარწყვისთვის"
"ჰუიუქის მარწყვმა", რომელიც მოჰყავთ კონიის ჰუიუქის რაიონში, მიიღო გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია ევროკავშირისგან. ამრიგად, თურქეთში ევროკავშირისგან გეოგრაფიული აღნიშვნების მიმღები პროდუქციის რაოდენობა 25-მდე გაიზარდა.
Habertürk "VakıfBank-ი გინესის რეკორდებში მესამედ შევიდა"
ევროპის ფრენბურთის კონფედერაცია CEV-ის ჩემპიონთა ლიგის 6-ჯერ მოგების შემდეგ, VakıfBank-ი მესამედ მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც გუნდი, რომელმაც მოიგო ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია ევროპულ საკლუბო დონეზე.