თურქული პრესა 13.08.2024
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის დროს კოლეგებმა, განიხილეს ისრაელსა და ჰამასს შორის მოლაპარაკების პროცესი და რეგიონში მზარდი დაძაბულობა.
ომერ ჩელიქი: „ისრაელი არღვევს ცეცხლის შეწყვეტას“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: სამართლიანობის და განვითრების პარტიის (AKP) პრესსპიკერი ომერ ჩელიქი ღაზაში ისრაელის გენოციდს გამოეხმაურა. ჩელიქმა თქვა: „ნეთანიაჰუს მთავრობა, როგორც ყველაზე გენოციდური მმართველობა კაცობრიობის ისტორიაში, მისი მკვლელობების ქსელი უნდა გასამართლდეს. ისრაელი არღვევს ცეცხლის შეწყვეტას“.
გაზეთი, „Sabah“-ი იაშარ გიულერის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ქვეყნებს შორის დელეგაციის შეხვედრა ჩატარდეს სირიასთან შეთანხმებულ ადგილზე. მინისტრმა გიულერმა თქვა: „თურქეთის სირიიდან გასვლის შესახებ კოორდინაციის განხილვა მხოლოდ ახალი კონსტიტუციის მიღების, არჩევნების ჩატარების და საზღვრების უზრუნველყოფის შემდეგ იქნება შესაძლებელი“.
გაზეთ, „Yeni Şafak“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „მედიაციის ცენტრი თურქეთი გახდა“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის შუამავლობით, ანკარაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიოპიის და სომალის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა. კრიზისი ორ ქვეყანას შორის; დაიწყო მას შემდეგ, რაც სომალილენდიმ (არაღიარებული ქვეყანა) გამოაცხადა სომალისაგან ცალმხრივი დამოუკიდებლობა და ხელი მოაწერა კომერციულ და სამხედრო ხელშეკრულებას ეთიოპიასთან.
გაზეთი, „Haber Türk“-ი წერს, რომ ვაჭრობის სამინისტრომ გამოაქვეყნა საექსპორტო მონაცემები პროვინციების მიხედვით ივლისისთვის. შესაბამისად, ივლისში ყველაზე დიდი ექსპორტის განმხორციელებელი პროვინცია სტამბოლი გახდა, 6 მილიარდ 586 მილიონი დოლარით. ქალაქის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53,8 პროცენტით გაიზარდა. იანვარ-ივლისის პერიოდში 20-მა პროვინციამ გაიტანა 1 მილიარდ დოლარზე მეტი ექსპორტი, ხოლო უცხოური გაყიდვები გაიზარდა 51 პროვინციაში.