თურქული პრესა 12.08.2024
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
თურქული პრესა 12.08.2024
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
Vatan: "ბაიდენმა MİT-ის მიერ ჩატარებულ გაცვლის ოპერაციას თვალყური პირდაპირ ეთერში ადევნა"
MİT-ის შუამავლობით 1 აგვისტოს ჩატარებული ისტორიული გაცვლის ოპერაციის დეტალები ცნობილი გახდა. როგორც აშშ-ს, ასევე რუსეთს სურდათ, რომ ოპერაცია თურქეთში განხორციელებულიყო. ამ არჩევანში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ორივე ქვეყნის ნდობა თურქეთის მიმართ. თურქეთმა გარანტია მისცა აშშ-ს და რუსეთს, რომ "ჩვენ არ გავაკეთებთ განცხადებას, სანამ თქვენ არ გააკეთებთ". აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს ისტორიულ გაცვლის ოპერაციას.
Yenişafak: "ხუთი ახალი ბაზა ჩრდილოეთ ერაყში"
თურქეთის შეიარაღებული ძალები (TSK) შექმნის ხუთ ახალ ბაზას უსაფრთხო ზონების შესაქმნელად ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ახალ ტერიტორიებზე, რომლებიც გაასუფთავეს ტერორიზმისგან ოპერაციით „კლანჭი-ბლოკირება“. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაასრულა სამძებრო და სკრინინგის სამუშაოები იმ ადგილებში, სადაც ბაზები განთავსდება.
Star: "თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში მაჰმუდ აბასის სტუმრობისთვის ემზადებიან"
პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება 15 აგვისტოს რიგგარეშე სხდომის გამო, სადაც პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. სიტყვით გამოსვლას დაესწრება პრეზიდენტი ერდოღანი და შეხვედრაზე ასევე მოწვეულნი იქნებიან ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაშავებულები, რომლებიც თურქეთში გადიან მკურნალობას.
Sabah "ჩვენ ვართ მე-6 უმსხვილესი ფეხსაცმლის მწარმოებელი"
თურქეთის ფეხსაცმლის ექსპორტმა მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში 588,7 მილიონი დოლარი შეადგინა. თურქული ფეხსაცმლის ინდუსტრია, რომელიც მსოფლიოში მე-6 უმსხვილესი მწარმოებელია, მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის 6,8 მილიარდ დოლარამდე გაზრდას.
Habertürk "ფრანგმა შეფმა ლეფებრემ თურქული სამზარეულო შეაქო "
ფრანგული სამზარეულოს ერთ-ერთმა წამყვანმა შეფმზარეულმა, მიშლენის ორი ვარსკვლავის მფლობელმა ჟულიენ ლეფებრემ, განაცხადა, რომ თურქული სამზარეულო არის მნიშვნელოვანი გასტრონომიული ღირებულება უნიკალური არომატებით.