თურქული პრესა 08.08.2024
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
თურქული პრესა 08.08.2024
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
Hürriyet: „თურქეთი ჩაერთო ისრაელის გენოციდის საქმეში“
თურქეთმა საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ გენოციდის საქმეში მონაწილეობის განაცხადი წარადგინა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა აღნიშნა, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააკეთოს თავისი წილი და მოახდინოს საჭირო ზეწოლა ისრაელზე და მის მხარდამჭერებზე“.
Yeni Şafak: "მკაფიო გზავნილი ქურთულმუშისგან ჰააგას ისტორიული განაცხადის შემდეგ"
პარლამენტის თავმჯდომარემ ნუმან ქურთულმუშმა, თურქეთის მიერ მკვლელი ისრაელის საერთაშორისო სასამართლოში გენოციდის ბრალდებით აღძრულ საქმეში ჩართვის განაცხადის შემდეგ, ძალიან მკაფიოდ ისაუბრა. ქურთულმუშმა თქვა: „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ, რომ ნეთანიაჰუმ და მისმა ბანდამ მიიღონ უმძიმესი სასჯელი, რომელიც მათ დაიმსახურეს ჩადენილი დანაშაულებისთვის“.
Sabah: „7 თვეში თურქეთის აეროპორტები 130 მილიონ მგზავრს მოემსახურა“
ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ გამოაცხადა ივლისის თვითმფრინავების, სამგზავრო და ტვირთების სტატისტიკა. 7 თვეში აეროპორტები დაახლოებით 130 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ამ პერიოდში 1 მილიონ 306 ათას 484 თვითმფრინავის რეისი შესრულდა.
Star: "თურქეთის საჰაერო სივრცე უსაფრთხო ხელშია"
თავდაცვის მრეწველობის აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა განახორციელოს შიდა და ეროვნული წარმოების „ფოლადის გუმბათის პროექტი“, რომელიც ითვალისწინებს საჰაერო სისტემების ინტეგრირებულ მუშაობას. ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერილი „ფოლადის გუმბათის პროექტი“ განხორციელდება ადგილობრივი და ეროვნული თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების ერთობლივი ძალისხმევით.
Haber Türk: "ექსპორტის რეკორდი ივლისში"
ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა განაცხადა, რომ ექსპორტი წელს კარგად ვითარდება. მინისტრმა ბოლატმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე მათი მიზანია ექსპორტის 267 მილიარდ დოლარამდე გაზრდა, ივლისის მდგომარეობით კი ექსპორტმა ბოლო 12 თვეში 261,5 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.