თურქული პრესა 07.08.2024
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა: „აღნიშნულმა პირმა დიდი ხანია დაკარგა კვალიფიკაცია, როგორც პირი, რომელსაც უნდა მიმართონ. თურქეთი აგრძელებს პალესტინელების მხარდაჭერას, როგორც გუშინ, ასევე დღეს და ხვალ“.
გაზეთი, „Hürriyet“-ი ჰაქან ფიდანის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პალესტინაზე ისრაელის თავდასხმასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა თქვა: „პალესტინელებს ხელს უშლიან, რომ ჰქონდეთ რეალური სახელმწიფო. სანამ პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება, ამ გეოგრაფიაში არ იქნება მშვიდობა“.
გაზეთი, „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქეთმა მიმდინარე წლის მაისი თვეში, ღაზაში განხორციელებული ხოცვა-ჟლეტის გამო ისრაელის მიმართ ბოიკოტის გადაწყვეტილება მიიღო. ანალიზები, რომლებიც ეხება თურქეთის ბოიკოტის გასაოცარ შედეგებს, გამოქვეყნდა ისრაელის მედიაში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ თურქეთის ბოიკოტის გადაწყვეტილება დიდი დარტყმა იყო ისრაელისთვის.
„მსოფლიოს 100 უმსხვილესი თავდაცვის კომპანია გამოცხადდა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: ამერიკაში დაფუძნებული Defense News Top 100-ში, თურქეთიდან ხუთი თავდაცვის კომპანია მოხვდა. მაშინ, როცა ASELSAN-მა სიაში 42-ე ადგილი დაიკავა, TUSAŞ 50-ე, Roketsan 71-ე, მანქანები და ქიმიური მრეწველობა (MKE) 84-ე, ხოლო ASFAT 94-ე.
გაზეთ, „Vatan“-ის სპორტული მიმომხილველი წერს, რომ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე, 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში, თურქეთის ქალთა ფრენბურთის ეროვნული ნაკრები, ისტორიაში პირველად ნახევარფინალში გავიდა. თურქეთის ქალთა ფრენბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მეოთხედფინალში ჩინეთი 3-2 დაამარცხა. თურქეთის ნაკრები, 8 აგვისტოს ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდება.