თურქული პრესა 10.07.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2161242
თურქული პრესა 10.07.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ნატოს სამიტზე დასასწრებად აშშ-ში გამგზავრების წინ გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა: „თურქეთი არის 5 მოკავშირედან ერთ-ერთი, რომელსაც ყველაზე მეტი წვლილი შეაქვს ალიანსის მისიებში და ოპერაციებში. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. ჩვენ ვართ, ნატოს მთავარი დასაყრდენი ღერძი“.

გაზეთი, „Vatan“-ი იუწყება, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატოს სამიტზე დღის წესრიგში დააყენებს პალესტინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას ღაზაში, სადაც საერთო ღირებულებები ერთგვარ გამოცდას გადის.

გაზეთი, „Yeni Şafak“-ი მეჰმედ ფათიჰ ქაჯირის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმედ ფათიჰ ქაჯირმა განაცხადა, რომ თურქეთის პირველ ეროვნულ საკომუნიკაციო თანამგზავრთან, Türksat 6A-სთან, გატყორცნის შემდეგ ყველაფერი კარგად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

გაზეთი, „Star“-ი წერს, რომ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების (CCHF) დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინამ, რომელიც წარმოებულია კაისერის ერჯიესის უნივერსიტეტის ვაქცინის განვითარების ცენტრში, ფაზა-1 წარმატებით გაიარა და დაიწყო ფაზა-2-ის კვლევა. ფაზა-2-ის კვლევებში ვაქცინა მოხალისეებზე შემოწმდება.

გაზეთ, „Sabah“-ის მიხედვით, ჩინურმა საავტომობილო გიგანტმა BYD-მა ხელი მოაწერა თურქეთში ინვესტიციების განხორციელების მემორანდუმს. კომპანია დააფუძნებს საწარმოო ქარხანას 150 ათასი ავტომობილის ტევადობით, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციით, სადაც 5 ათასი ადამიანი დასაქმდება. BYD-ის მიერ ახალი ინვესტიციებისთვის თურქეთის არჩევას ფართო გამოხმაურება მოჰყვა მთელი მსოფლიოდან.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები