თურქული პრესა 10.06.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2150705
თურქული პრესა 10.06.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 7 წლის წინ ბათმანში ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს მიერ მოწამეობრივად მოკლული მასწავლებლის, აიბუკე იალჩინის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ჩვენი მასწავლებლის, აიბუკეს მკვლელების წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში“.

გაზეთი, „Haber Türk“-ი ჰაქან ფიდანის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ პალესტინელი პატიმრების მიმართ განხორციელებული არაადამიანური პირობები და მოპყრობა მიუღებელი ფაქტია. ფიდანმა თქვა: „მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ისლამურ სამყაროს, გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რათა ზეწოლა მოვახდინოთ ისრაელსა და მის მოკავშირეებზე“.

გაზეთი, „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა ოკან ბაიულგენმა ყველა ხელოვანს მოუწოდა პალესტინის საკითხთან მიმართებაში ერთობლივად იმოქმედონ. ბაიულგენმა განაცხადა, რომ აუცილებელია ითქვას „გაუმარჯოს პალესტინას!“, „ძირს გენოციდი!“. ბაიულგენმა თქვა, რომ ამის ადგილი ქუჩებია.

გაზეთ, „Star“-ის მიხედვით, სტამბოლში ჩასული უცხოელი ტურისტების რაოდენობა 2024 წლის პირველ 4 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 პროცენტით გაიზარდა და 5 მილიონ 244 ათას 936-ს მიაღწია. ყველაზე მეტი ვიზიტორი სტამბოლში რუსეთიდან, გერმანიიდან, ირანიდან, შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან და საუდის არაბეთიდან ჩავიდა.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთში, რომელიც აგრძელებს ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოებას ხმელეთზე და ზღვაში, 2024 წლის მარტის მდგომარეობით ერთდროულად ბურღვის აქტიური პლატფორმების რაოდენობა დაფიქსირდა 45-მდე. ამ სფეროში თურქეთი დაფიქსირდა, როგორც მეორე ქვეყანა ევროპაში ყველაზე ინტენსიური საძიებო საქმიანობით, უკრაინის შემდეგ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები