თურქული პრესა 26.09.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2042090
თურქული პრესა 26.09.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ვერ იპოვა საჭირო პასუხი სომხებისგან თავისი ლეგიტიმური და გამართლებული შეშფოთებისთვის. ერდოღანმა თქვა: „აზერბაიჯანს უნდა ჩაეტარებინა ანტიტერორისტული ოპერაცია საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე. ოპერაციის წარმატებით დასრულება საამაყოა“.

„ნახიჩევანში ისტორიულ პროექტებს საფუძველი ჩაეყარა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: იღდირ-ნახიჩევანის ბუნებრივი გაზსადენის საძირკველი პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჩაუყარეს. ერდოღანმა განაცხადა, რომ პროექტი კიდევ უფრო გააღრმავებს მათ პარტნიორობას აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში და ასევე ხელს შეუწყობს ევროპის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას.

გაზეთ „Star“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „რთული კითხვა მაკრონს“ და მასში ვკითხულობთ: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აიჰან ჰაჯიზადემ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებებს გამოეხმაურა სომხეთის მხარდაჭერისა და მისი ქვეყნის დადანაშაულების შესახებ. ჰაჯიზადემ თქვა: „ის ფაქტი, რომ საფრანგეთი, რომელსაც კომენტარი არ გაუკეთებია 30 წლის განმავლობაში საკუთარი მიწებიდან გაძევებული და მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლი აზერბაიჯანელების უფლებებზე, ახლა იცავს სომხების უფლებებს? ეს იმის ნათელი მაგალითია, რომ საფრანგეთს არ აქვს კეთილი ზრახვები“.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ არალეგალური ემიგრანტების ნაკადის ზრდა იწვევს დაძაბულობას ევროკავშირის ქვეყნებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში თავშესაფრის ცენტრებში ადგილი არ რჩება, ევროპის დედაქალაქებს უჭირთ პასუხისმგებლობის გაზიარების საერთო გადაწყვეტის პოვნა. საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრმა დიმიტრის კერიდისმა ევროკავშირს მოუწოდა „მოდით, თურქეთთან შეთანხმებას მივაღწიოთ“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ მას შემდეგ, რაც რეგულაციები მიზნად ისახავდა თურქული ლირის დეპოზიტების წილის გაზრდას, ინვესტორები კვლავ თურქულ ლირას დაუბრუნდნენ. ხაზგასმით აღნიშნა, რომ წამყვანი ინდიკატორები მიუთითებენ იმაზე, რომ ადგილობრივმა და უცხოელმა ინვესტორებმა დაიწყეს თურქული ლირის აქტივების წილის გაზრდა. ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ჰაფიზე გაიე ერქანმა საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა: „ჩვენ გადაწყვეტილი ვართ გავზარდოთ მოთხოვნა თურქული ლირის აქტივებზე“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები