თურქული პრესა 22.09.2023
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: აშშ-ში ვიზიტის დასასრულს ნიუ-იორკში თურქევში ჟურნალისტებთან ინტერვიუში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მის მიერ მიცემული გზავნილების შედეგებზე და მსოფლიოში რეფორმების მოწოდებაზე განაცხადა: ,,ჩვენ სიმართლე ვთქვით ყველა იმ ტრიბუნაზე, სადაც მივდიოდით. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩვენს მიერ გაჟღერებული თითოეული გზავნილი ეფუძნებოდა იმ მიმართულებას, რომელიც მივიღეთ ჩვენი ერისგან“.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 42 ტერორისტი იქნა განეიტრალებული“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გამართულ ბრიფინგზე მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციების შესახებ ბოლო მონაცემები იქნა გაჟღერებული. შესაბამისად, ბოლო ერთ კვირაში 42 ტერორისტი განეიტრალდა. მაშინ როცა წელს განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობამ 1271 შეადგინა, 2015 წლიდან კი განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობამ 38 614 შეადგინა.
გაზეთ „Sabah“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ“ და მასში ვკითხულობთ: სოფლის მეურნეობისა და სატყეო რესურსების მინისტრმა იბრაჰიმ იუმაქლიმ გუშინ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ტყეების გაშენების მცდელობებში თურქეთი ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.
გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთმა წამყვანმა ორგანიზაცია, APEX-მა (ავიახაზების მგზავრთა გამოცდილების ასოციაცია) თურქეთის ავიახაზები (THY) მესამედ მიიჩნია „მსოფლიო კლასის“ ჯილდოს ღირსად.
გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ ტურისტული სეზონი ანტალიაში ნოემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დაჯავშნით. სექტორის წარმომადგენლების მონაცემებით, სექტემბრის პირველ კვირაში დაჯავშნების რიცხვმა, 11 მილიონ 350 ათასს გადააჭარბა და თვის ბოლომდე 12 მილიონის ზღურბლის გადალახვას აპირებს. ოქტომბრის თვის დაჯავშნებიც ძალიან კარგია.