თურქული პრესა 19.09.2023
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 19.09.2023
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
Hürriyet "კარნეგი ევროპა პრეზიდენტ ერდოღანის ‘მამაცი’ ნაბიჯების შესახებ წერს"
ბელგიის არაკომერციულმა ორგანიზაციამ Carnegie Europe-მა გამოაქვეყნა ანალიზი თურქეთზე ფოკუსირებით, რომელმაც ბოლო დროს მიიპყრო ყურადღება მსოფლიო პოლიტიკაში მისი როლით. Carnegie Europe-მა პრეზიდენტ ერდოღანის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს „მამაცი“ უწოდა და თურქეთის საგარეო პოლიტიკა ასე შეაფასა, ‘თურქეთმა გამოაცხადა მყარი და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების ძლიერი სურვილი’“.
Star: "ნულოვანი ნარჩენების მოძრაობა გლობალური ხდება: პირველი ხელმოწერა პრეზიდენტ ერდოღანისგან"
მოძრაობა „ნულოვანმა ნარჩენებმა“, რომელიც მაგალითია მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის, პირველი ნაბიჯი გადადგა გლობალიზაციისკენ. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა, ხელი მოაწერა გლობალური ნულოვანი ნარჩენების კეთილგანწყობის დეკლარაციას, რომელსაც მისი მეუღლე ემინე ერდოღანი ხელმძღვანელობს.
Habertürk: "2 მილიარდი დოლარის საინვესტიციო გეგმა თურქეთისთვის"
Alibaba Group-ის პრეზიდენტმა მაიკლ ევანსმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში თურქეთში 2 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავენ.
Sabah "აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის თაფლის ექსპორტმა 2,1 მილიონ დოლარს მიაღწია"
თაფლის ექსპორტი აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონიდან იანვარ-აგვისტოში 90 პროცენტით გაიზარდა და 2 მილიონ 101 ათას დოლარს მიაღწია.
Vatan "გორდიონის ანტიკური ქალაქი სიაშია"
კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ სოციალურ ქსელში თავის ანგარიშით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: "კარგი ამბავი გვაქვს! დავარეგისტრირეთ ჩვენი მე-20 ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ანკარის ერთ-ერთი უნიკალური კულტურული ძეგლი, ანტიკური ქალაქი გორდიონი, "მსოფლიო მემკვიდრეობა" გახდა.