თურქული პრესა 18.09.2023
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ნიუ-იორკში, თურქულ-ამერიკული ეროვნული მმართველი კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით გამოსვლის დროს თქვა: „ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ 2 მილიარდი მუსლიმის წმინდა წიგნზე თავდასხმა მთელ მსოფლიოში აზროვნების თავისუფლების საფარქვეშ განხორციელდეს“.
„ერდოღანის თხოვნა ილონ მასკისგან, მსოფლიოს აქტუალური თემა გახდა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ-იორკში, Tesla-ს დამფუძნებელ ილონ მასკთან შეხვედრისას, მოუწოდა დაეარსებინა Tesla-ს მე-7 ქარხანა თურქეთში. ერდოღანის მასკისადმი მოწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებმა სათაურებში გააშუქეს.
გაზეთ „Vatan“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „პრეზიდენტმა ერდოღანმა მასკი ტექნოფესტზე მიიწვია“ და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა, SpaceX-ის დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორთან, ილონ მასკთან შეხვედრისას თურქეთში ტექნოლოგიურ განვითარებას შეეხო. შეხვედრის დროს ერდოღანმა მასკი, მსოფლიოს უდიდეს კოსმოსურ, საავიაციო და ტექნოლოგიების ფესტივალზე, Teknofest-ზე მიიწვია, რომელიც იზმირში 2023 წლის 27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაიმართება.
გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ, თურქეთის ავიაციისა და კოსმოსური მრეწველობის (TUSAŞ) კომპანია დაათვალიერა და მოინახულა Gökbey-ს სახელწოდების ვერტმფრენი, Atak-ის სახელწოდების ვერტმფრენი, Hürjet-ის სახელწოდების თვითმფრინავი, Hürkuş-ის სახელწოდების მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავი, უპილოტო საფრენი აპარატი ANKA და ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავი KAAN-ი. ურალოღლუმ აქ განაცხადა, რომ თურქეთი თავდაცვის მრეწველობის სფეროში მიმწოდებელი ქვეყანა გახდა.
გაზეთი „Star“-ი წერს, რომ აშშ-ს ვაჭრობის მდივნის მოადგილემ გლობალურ ბაზრებზე არუნ ვენკატარამანმა, განაცხადა, რომ ისინი ხედავენ სერიოზულ შესაძლებლობას აშშ-სა და თურქეთს შორის ვაჭრობის ექსპონენტურად ზრდისთვის და რომ შესაძლებელია ვაჭრობაში 100 მილიარდი დოლარის მიზნის მიღწევა.