თურქული პრესა 08.06.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1996831
თურქული პრესა 08.06.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ცალ-ცალკე ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინაში კახოვკის კაშხალზე აფეთქების ყოვლისმომცველი გამოძიება ისე წარიმართოს, რომ ეჭვის ადგილი არ დარჩეს.

„რუსეთი: ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ერდოღანის განცხადებებზე“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ თურქეთთან ურთიერთობისას ყურადღებას ამახვილებენ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებებზე, რის მიხედვითაც უნდა განავითარონ ორმხრვი და მრავალმხრივი ურთიერთობა.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ შვედეთში, რომელიც ნატოს წევრი უნდა გახდეს, ახალი ანტიტერორისტული კანონის ძალაში შესვლით, 1 ივნისს უზენაესმა სასამართლომ მწვანე შუქი აანთო 35 წლის PKK ტერორისტის ექსტრადიციაზე. შვედეთი, მომავალ თვეში ნატოს სამიტამდე თურქეთის თანხმობას ელოდება. ექსტრადიციაზე ბოლო სიტყვა სტოკჰოლმის ადმინისტრაციას ექნება.

„32 წლის პიკი დაფიქსირდა თურქეთში ნავთობის მოპოვებაში“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთში ნავთობის უახლესი აღმოჩენებით, 32 წლის განმავლობაში მიღწეულია შიდა ყოველდღიური წარმოების უმაღლეს დონეს. ნავთობის დღიურმა მოპოვებამ 70 ათას 76 ბარელს მიაღწია. წლის ბოლომდე კი ამ რიცხვის 90 ათას ბარელამდე გაზრდა იგეგმება.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ 9-11 ივნისს ქასთამონუში თურქეთის მსოფლიო დღეები დიდი ენთუზიაზმით აღინიშნება. ტრადიციული თურქული მსოფლიო დღეების ფარგლებში გაიმართება მრავალი ხელოვანის კონცერტი 23 სხვადასხვა ქვეყნიდან.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები