თურქული პრესა 07.06.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1996491
თურქული პრესა 07.06.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: გუშინ, პრეზიდენტმა ერდოღანმა პრეზიდენტის სასახლეში ახალი მინისტრთა კაბინეტის პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მტკიცედ არიან გადაწყვეტილი, რომ მოქალაქეების დღის წესრიგიდან ამოიღონ ინფლაციის შედეგად გამოწვეული სიძვირე და გადაჭარბებული ფასები.

„ერდოღანის განსაცვიფრებელი ანალიზი ალ ჯაზირადან“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: 28 მაისის არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტი ერდოღანი კვლავაც მსოფლიო პრესის ნომერ პირველ დღის წესრიგში რჩება. ამჯერად გასაოცარი ანალიზი მოვიდა ალ ჯაზირადან. „რას ნიშნავს ერდოღანის ხელახალი არჩევა თურქეთ-ყურის ურთიერთობებისთვის?“ კითხვაზე პასუხის ძიებისას, ალ ჯაზირამ ერდოღანის გავლენაზე გაამახვილა ყურადღება შემდეგი შეფასებით: „თურქეთის პრეზიდენტის პირადი კავშირები რეგიონულ ლიდერებთან, ასევე ეკონომიკური და თავდაცვის შეთანხმებები გაზრდის ურთიერთობებს“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა თქვა: „როგორც მსოფლიოში ყველაზე მეტად დეზინფორმაციის გამოვლენილი ქვეყანა, ჩვენი ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ უკომპრომისოდ გაგრძელდება“.

გაზეთ „Sabah“-ის მიმომხილველი იტყობინება, რომ სოფლის მეურნეობის სექტორმა მიაღწია ყველა დროის ყველაზე მაღალ ექსპორტს იანვარ-მაისში, 14 მილიარდ 58 მილიონი დოლარით.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მაისში თურქულ ლირაში რეალიზებული საგარეო ვაჭრობის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 138,8 პროცენტით გაიზარდა და 287 მილიარდ 59 მილიონ ლირას მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები