თურქული პრესა 06.06.2023
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ არ გავანეიტრალებთ უკანასკნელ ტერორისტს“ და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა სახის ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას, სანამ არ გავანეიტრალებთ უკანასკნელ ტერორისტს“.
გაზეთი „Hürriyet“-ი ჰაქან ფიდანის სამადლობელო განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: სადაზვერვო სამსახურის (MİT) ხელმძღვანელის თანამდებობიდან, საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნულმა ჰაქან ფიდანმა, გუშინ თანამდებობის გადაცემის ცერემონიაზე გამოსვლისას ხაზი გაუსვა ეროვნულ საგარეო პოლიტიკას და თქვა: „მადლობას გიხდით ნდობისთვის“.
„MİT-ის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი გახდა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის რესპუბლიკის სადაზვერვო სამსახურის (MİT) ხელმძღვანელად იბრაჰიმ ქალინი დაინიშნა. პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელად ბატონი იბრაჰიმ ქალინი დანიშნა“.
გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა, თურქეთ-პაკისტანის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა: „ჩვენი ქვეყნები ჰგავს ორ გულს, რომელიც ერთდროულად სცემს ერთ სხეულში. პაკისტანი და თურქეთი უახლოეს მომავალში სხვადასხვა სფეროებში კიდევ უფრო განავითარებენ თანამშრომლობას“.
გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ წლიურმა ინფლაციამ მაისში 39,54 პროცენტი შეადგინა. ამრიგად, წლიური ინფლაციის კლება ზედიზედ 7 თვის განმავლობაში შეინიშნა.