თურქული პრესა 01.06.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1993743
თურქული პრესა 01.06.2023

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Star: „ერდოღანი: საპრეზიდენტო მმართველობის სისტემამ ერისგან ნდობის ხმა მიიღო“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: "14 და 28 მაისის არჩევნების ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ საპრეზიდენტო მმართველობის სისტემამ მიიღო ნდობის ხმა ერისგან".

Sabah: „კრემლის განცხადება ერდოღან-პუტინის შეხვედრის შესახებ“

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ბოლო სატელეფონო საუბრის დროს დადასტურდა მათი განზრახვა პირისპირ შეხვედრის შესახებ. პესკოვმა თქვა, რომ შეხვედრის დრო და ადგილი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და დაამატა: "ასეთი შეთანხმება არსებობს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ შეხვედრისთვის ვემზადებით".

Hürriyet: „თურქეთის ეკონომიკა მკვეთრად გაიზარდა პირველ კვარტალში“

თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა თურქეთის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის პირველი კვარტალში. თურქეთში პირველ კვარტალში 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

Vatan: „სტამბოლის აეროპორტიდან 205 მილიონზე მეტი მგზავრი გაემგზავრა“

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ სტამბოლის აეროპორტიდან, რომელიც 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა, დღემდე 1 მილიონ 417 ათასი რეისი განხორციელდა და 205 მილიონზე მეტი მგზავრი გაემგზავრა.

Haber Türk: „ბოდრუმში ორი საკრუიზო გემით 1982 ტურისტი ჩავიდა“

გუშინ 1982 ტურისტი ჩავიდა მუღლას ბოდრუმის რაიონში ორი საკრუიზო გემით. ტურისტების ნაწილი ზღვაში შევიდა, ნაწილი კი ადგილობრივ ბაზარში გაემგზავრა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები