თურქული პრესა 31.05.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1993219
თურქული პრესა 31.05.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და საფონდო ბირჟების გაერთიანების (TOBB) 79-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: „ჩვენი გარემოსდაცვითი კრიზისების მოგვარების ინიციატივით, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მშვიდობა და სტაბილურობა იყოს რეგიონში. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენს ეკონომიკურ და კომერციულ თანამშრომლობას რეგიონის ქვეყნებთან ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობებით.“

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ თურქული ორაგულის ექსპორტი აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონიდან იანვარ-აპრილის პერიოდში 227 პროცენტით გაიზარდა და 28 მილიონ 479 ათას 226 დოლარს მიაღწია.

გაზეთი „Hürriyet“-ი ქარაისმაილოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ ეროვნული წარმოების მატარებლის კომპლექტის ქარხნული გამოცდები გრძელდება და მგზავრთა გადაყვანის პროცესზე გადასვლა მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში იგეგმება.

„თურქეთის ავიახაზები უძლიერესი ავიაკომპანიების ბრენდების სიაში მე-8 ადგილზე ავიდა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ავიახაზებმა (THY) 78,1 ქულით დაიკავა მე-8 ადგილი Brand Finance-ის 2023 წლის „გლობალური ავიაკომპანიის ყველაზე ძლიერი ბრენდების“ გამოკითხვაში.

გაზეთ „Sabah“-ის სპორტული მიმომხილველი იუწყება, რომ თურქეთის სუპერლიგაში 36-ე ტურის მატჩის შემდეგ „გალათასარაი“, რომელმაც გასვლით „ანკარაგუჯუსთან“ მატჩი 4-2 დაასრულა, 2022-2023 წლების სეზონის ჩემპიონი გახდა. „გალათასარაიმ“ 36 ტურში 82 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე მყოფ „ფენერბაჰჩეს“ 5 ქულით უსწრებენ, ამ სხვაობის გამო ლიგის დასრულებამდე 2 კვირით ადრე ჩემპიონი გახდნენ. ამით გალათასარაი თავის ისტორიაში 23-ე გახდა ლიგის ჩემპიონი.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები