თურქული პრესა 25.05.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1990490
თურქული პრესა 25.05.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიელებს, რომლებიც სამოქალაქო ომს გამოიქცნენ და თურქეთს შეაფარეს თავი, საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ  დაიწყეს გაგზავნა. „ჩრდილოეთ სირიაში გრძელდება სახლების მშენებლობა, სადაც 1 მილიონ ლტოლვილს დავასახლებთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ თურქეთისა და კატარის თანამშრომლობით, სირიის 9 სხვადასხვა რეგიონში 240 ათასი სახლის პირველი ეტაპის საძირკვლის ცერემონია გაიმართა, სადაც 1 მილიონი ადამიანი იცხოვრებს. ჯერაბლუსში გამართულ ცერემონიაზე საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ 554 ათასი მოხალისე დაბრუნდა სირიაში.

გაზეთი „Sabah“-ი ისმაილ დემირის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თავდაცვის მრეწველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ისმაილ დემირმა განაცხადა, რომ შეიარაღებული უპილოტო საზღვაო აპარატი (SİDA) იქნება „ლურჯი სამშობლოს“ ახალი ძალა. დემირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ SİDA-მ, რომელმაც ასევე ყურადღება მიიპყრო ნატოს წვრთნებში, არის იარაღი, რომელსაც სამიზნის განადგურება შეუძლია ზღვიდან ზღვამდე და წყალქვეშა თავდასხმის მდგომარეობაში.

„ბერძნული პრესა: თურქეთი დიდ ძალად იქცა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: ბერძნული გაზეთი SL Press-ი წერს, რომ თურქეთი გახდა შთამბეჭდავი და დიდი ძალა ყველა სექტორში. ახალ ამბებში ნათქვამია, რომ თურქეთს აქვს მნიშვნელოვანი კომერციული ურთიერთობები ევრაზიასთან, ბალკანეთთან და ისლამურ სამყაროსთან, თავისი სიტყვა ეთქმის საავტომობილო წარმოებაში და არის გემთმშენებლობისა და შეკეთების ქვეყნების ათეულში.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში ნავთობის მეტი კვალია. „2023 წლის ბოლომდე ორდუსა და რიზეს ოფშორებში საძიებო ბურღვა განხორციელდება. ჩვენი მოლოდინი არის ბუნებრივი აირი ორდუში, ნავთობი კი რიზეში“, - განაცხადა დონმეზმა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები